planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ირაკლი ალასანიამ თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეორე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად ნათელა მაჭავარიანი წარადგინა. „ადამიანების მიმართ დიდი სიყვარულით მან შეძლო პარტიულ ხაზს გასცდომოდა და ამიტომ ის ჩემი უფროსი მეგობარი გახდა. ვამაყობ, რომ საბურთალოელების ინტერესებს საკრებულოში სწორედ ნათელა მაჭავარიანი დაიცავს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით კი, საქართველოს დღეს სწორედ ნათელა მაჭავარიანისნაირი ადამიანები სჭირდება. თავად მაჟორიტარობის კანდიდატი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მიუხედავად მისი ასაკისა, ყველა მასავით აქტიური იყოს. „ვიყოთ აქტიურები, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევნებით მოვიშოროთ ეს ხელისუფლება, რომ წართმეული ღირსება დავიბრუნოთ! ჩვენი გზა არის არჩევნების გზა და ამ გზით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება!“, - აღნიშნა ნათელა მაჭავარიანმა. http://iraklialasania.com/?p=500 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts