planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 როგორც ირაკლი ალასანიამ წარდგენისას განაცხადა, ცვლილებები, რომლებსაც „ალიანსი საქართველოსთვის“ მოსახლეობას ჰპირდება, რეალურია, რადგან ალიანსმა ზუსტად იცის, რა პრობლემები აქვს თითოეულ უბანს და თითოეულ თბილისელს. „ყველაზე დიდი პრობლემა ამ რაიონის, ისევე, როგორც მთელი თბილისის, არის უმუშევრობა, რადგან ხელისუფლებას სწორად არ აქვს გააზრებული ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ჩვენი შეთავაზება პირველივე წელს 50 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. რაც შეეხება ამურ რევიშვილს, ალასანიას თქმით, წლების განმავლობაში მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო გამოცდილი ექიმი, მუშაობდა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებში. „ამურ რევიშვილი იქნება თქვენი უფლებების დამცველი და ჩვენი რეფორმების გამტანი საკრებულოში“, – აღნიშნა ალასანიამ. დღევანდელ წარდგენას ესწრებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი. მისი განცხადებით, ის წლების განმავლობაში მუშაობდა ამურ რევიშვილთან ერთად და არის მისი თანამებრძოლი. http://iraklialasania.com/?p=503 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts