Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ალიანსი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს


Recommended Posts

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ალიანსმა საქართველოსთვის“ გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ანალიზის საექსპერტო დასკვნის პრეზენტაცია გამართა. საერთაშორისო კომპანია „ჯი პი დაბლიუმ“ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძისა და პოლიტიკური პროგრამების უფროსის ეკა წამალაშვილის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა“, - გაცხადდა პრეზენტაციაზე.

 

 

ალიანსი აპირებს, „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

 

„დასკვნა იძლევა საფუძველს, რომ უკვე სამართლებრივ დონეზე დაიწყოს საქმის ძიება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, შეგროვდება ხელმოწერები, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მან დაიწყოს აღნიშნული საქმის კვლევა. გარდა ამას, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც პარლამენტშიც დააყენებს ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას. აღნიშნულ მასალას მივაწვდით საქართველოს პროკურატურასაც, რომელსაც ჯერ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არანაირი ძიება არ დაუწყია“, - აღნიშნა ალასანიამ.

 

 

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზევე გავრცელდა საქართველოს მოქალაქეთა განცხადება, რომელზეც ხელმოწერაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მასში ნათქვამია, რომ „2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედში“ გასული „მოდელირებულ ქრონიკა“, რომელსაც მასობრივი პანიკა, სერიოზული შოკი და მსხვერპლიც კი მოჰყვა, იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“.

 

 

„ამ საკითხის სათანადო საზოგადოებრივი რეაგირების გარეშე დატოვება, ეროვნულ თავმოყვარეობაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე საბოლოოდ უარის თქმის ტოლფასია. ჩვენ, ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სააკაშვილმა და ამ გადაცემის სხვა შემოქმედებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამ მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად და სამართლებრივი პროცედურების შესასრულებლად ჩვენს რწმუნებას ვაძლევთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენად შერჩეულ ადვოკატ დავით ებრალიძეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

„ალიანსის საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „არველაძის და წამალაშვილის სატელეფონო საუბრით მტკიცდება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დარღვია კონსტიტუციის 23-ე და 24-ე მუხლი, რომელიც კრძალავს შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და თავისუფალი აზრის ცენზურას. ამ ორი მუხლის დარღვევის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ნორმებით სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს და ჩვენ ამისთვის პარლამენტს მივმართავთ“.

ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დანაშაულიც ჩაიდინა, რის გამოც ალიანსი მის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრას მოითხოვს და საქმეს უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს.

 

 

 

დავით უსუფაშვილი: „სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, კრძალავს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას; ჩანაწერში კი აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის მითითებით ჟურნალისტს საშუალება არ მისცეს, გადაცემა თავისი შეხედულებისამებრ მოემზადებინა.

 

 

 

პრეზიდენტმა ასევე დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით, რომელიც არის კერძო ბიზნესკომპანიის პროდუქტი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

 

 

 

დარღვეულია ასევე 189-ე მუხლი. კერძოდ სააკაშვილი უხეშად ჩაერია კერძო კომპანიის ამ შემთხვევაში „იმედის“ საქმიანობაში, რითიც აღნიშნულ კომპანიას, როგორც ბიზნეს-სუბიექტს, ზარალი მიადგა.

 

 

 

დარღვეულია 337-ე მუხლიც. პრეზიდენტი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერია იმიტომ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უპირატესობა მოპოვებინა.

 

 

 

ამასთან, მან ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი..

 

 

 

სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ასევე გიორგი არველაძემ, რადგან ის ჩაერია ჟურნალისტის საქმიანობაში, და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით მოახდინა ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება საკუთარ მოსახლეობის, ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს და შექმნა დესტაბილიზაციის საფრთხე. ყველასთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ბატალიონი საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. აღნიშნულ დანაშაული კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

 

 

„ალიანსს გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ყველა დონეზე გაასაჩივრებენ, - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

მან ასევე მიმართა პროკურატურას, დაუყოვებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებზე და მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის საქმიანობის მონიტორინგი აწარმოონ.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...