Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ლევან მიქელაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა


Recommended Posts

„2009 წლის 26 აპრილს, გამთენიისას, ლევან მიქელაძე გარდაიცვალა.

 

გულმა ვერ გაუძლოო – მასზეა ნათქვამი. დარბაისელი, განსწავლული, ნიჭიერი კაცის გულმა ვერ გაუძლო ცინიზმის, უვიცობის, უტიფრობის ზეობას მის სამშობლოში. მან სრულად მოახმარა საქართველოს თავისი უნარები; მან შეუნარჩუნა სამშობლოს ღირსება. საქართველომ კი ვერ შეინარჩუნა ლევან მიქელაძე.

 

 

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მთავრობაში მხოლოდ ერთი კაცი გადადგა; ისიც ისეთი თანამდებობის პირი, ვისაც უშუალო კავშირი იმ მოვლენებთან არ გააჩნდა. ასე გამოხატა ამ კაცმა პროტესტი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის მიმართ ძალადობაზე. ეს კაცი გახლდათ ლევან მიქელაძე – შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეთაური.

 

 

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი რესპუბლიკური პარტიის სახელით სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

 

 

გურამ ბერიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ვალერი გელაშვილი, მურმან დუმბაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ზურაბ მარაქველიძე, ლაშა ნაცვლიშვილი, თემურ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე, დავით უსუფაშვილი (თავმჯდომარე), ივლიანე ხაინდრავა, თინათინ ხიდაშელი“. - წერდა რესპუბლიკური პარტიის საინფორმაციო ბიულეტენი „რესპუბლიკელები“, #4, 2009, გვ.3.

 

 

 

ვაქვეყნებთ განცხადებას, რომლითაც ლევან მიქელაძემ გადადგომის წინ კოლეგებს მიმართა:

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...