Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ხელისუფლებას არჩევნების წინასწარ გაყალბებაში ადანაშაულებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images39.jpegფრთხილად, ~გაყალბებულია!~ პლაკატები მსგავსი წარწერებით დღეს, მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, “რუსთაველის მეტროს” მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვა უბნებში გააკრა.

 

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ის მიზნად ისახავს, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბება.

 

 

აქციის მონაწილეებმა, მეტროსადგურ ~რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიის გარდა,~ თბილისის სხვადასხვა უბნებში გააკრეს პლაკატები წარწერით, ~გაყალბებულია~.

 

 

აქციის ერთერთი ინციატორის ლევან მიგრიაულის თქმით, აქცია მშვიდობიანია და მას გამფრთხილებელი ხასიათი აქვს.

 

 

“ვანო მერაბიშვილმა ~კომერსანტისთვის~ მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ მას არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული პროცენტული მაჩვენებლის აწევა ან დაწევა შეუძლია. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ოფიციალურად, დოკუმენტურად გაფორმების საშუალებას, _ აცხადებს ლევან მიგრიაული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...