Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „საია“: კახეთში ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რესურსს იყენებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images41.jpegარასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საქართველოს რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე კვლევა ჩაატარა.

 

 

როგორც რადიო „ჰერეთს“ „საიას“ თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა განუცხადა, კახეთში 8 გამგებელი შვებულებაშია გასული, მათგან სამი მაჟორიტარად კენჭისყრას გეგმავს, თუმცა შვებულებაში გასვლის მიუხედავად, ეს გამგებლები საკუთარ კაბინეტებში თათბირებს და შეხვედრებს მართავენ და იმავდროულად, სამსახურეობრივ მანქანებსაც იყენებენ.

 

 

კვლევაში მოყვანილი ფაქტები „საიამ „ ადგილობრივ მედიაზე დაყრნობით მოამზადა.

 

 

„ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა სიღნაღის რაიონს ეხება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილი, ნაციონალური მოძრაობის რაიონულ თათბირებს ესწრება და შვებულებაში გასულ მუნიციპალიტეტის გამგებელ ნოდარ კოჭლამაზაშვილთან ერთად სამუშაო ოთახში მართავს შეხვედრებს“, – განუცხადა რადიო „ჰერეთს“ თამარ ხიდაშელმა.

 

 

მისივე თქმით, „ინფორმაციები ნამდვილად დასტურდება, თუმცა იმის გამო რომ „საია“– ს მიერ აღნიშნული მონაცემების ადგილზე გადამოწმება ვერ მოხერხდა, მონაცემები ანგარიშში არ მოხვდა“.

 

 

აღნიშნულმა ქმედებებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილის მიერ “სიგიჟედ” შეფასებაც დაიმსახურა.

 

 

პავლე კუბლაშვილი დადასტურების შემთხვევაში ამ ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა რეაგირების მექანიზმებს ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...