Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images42.jpegიუსტიციის სამინისტროში დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 

 

სხდომაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კონტროლის პალატის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე – არასამთავრობო და საერთაშოროსო ორგანიზაციების წარმოდგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ანტიკორუფციული თანამშრომლობის საკითხები, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი.

 

 

სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს აგრეთვე ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის განხორციელებულ რეფორმების მონიტორინგის შედეგებია ასახული.

 

 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2008 წლიდან ფუნქციონერებს. ის კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის თანამშრომლობას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრა, სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლება და მონიტორინგი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...