planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2005-09-26-l-Jaroslaw_Kaczynski-150x150.jpgპოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია “სამართალი და სამართლიანობა” წარადგენს, რომელიც ძმებმა კაჩინსკებმა 2001 წელს დაარსეს.პარტიის ელიტა სმოლენსთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა. “პრეზიდენტის და პოლიტიკური ელიტის კატასტროფაში დაღუპვა ნიშნავს იმას, რომ მისია დაუსრულებელია და მე ის უნდა დავასრულო”, – განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ. მისივე თქმით, ის ვალდებულია პოლონელი ხალხის წინაშე და, მიუხედავად პირადი ტრაგედიისა და განცდებისა, მზადაა პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი მის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. იაროსლავ კაჩინსკი 1949 წლის 18 ივნისს დაიბადა. ის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. 1991-93, 1997-2001 და 2001-2005 წლებში სეიმის დეპუტატად იყო არჩეული. 2006-2007 წლებში პოლონეთის პრემიერ მინისტრი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეიმის მარშალი ბრონისლავ კომოროვსკი იქნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts