planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images43.jpegველისციხეში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია. რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, მოსახლეობა საკუთარ სახლებს უკვე დაუბრუნდა. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, გურჯაანი უკვე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა, სამაშველო, საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა და საპატრულო პოლიციამ. ჭერემის ტბიდან წყლის ნაკადის გაშვება მოხერხდა და სოფლის წალეკვის საფრთხეც მოიხსნა. სპეციალისტების განცხადებით, წვიმის შემთხვევაში კი ტბა ველისციხისათვის საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს. ჭერმის ტბაზე სამაშველო ოპერაციას შინაგან საქმეთა, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრები პირადად ხელმძღვანელობდნენ.მთელი ღამის განმავლობაში ველისციხეში მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. 22 აპრილს წვიმის შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის დონემ იმატა და დამცავი ჯებირი დაზიანდა. ამიტომ შესაძლო იყო წყალს ველისციხე დაეტბორა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts