Jump to content
Planeta.Ge

ნაცარქექიას და დევის ურთიერთობაა საქართველოს ისტორიული ცხოვრების მოდელი

Recommended Posts

საქართველოს არასდროს ჰქონია საქმე მის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის გოლიათებს ედგა პირისპირ.

საქართველო და რომის იმპერია,

საქართველო და ბიზანტიის საკეისრო,

საქართველო და არაბთა ხალიფატი,

საქართველო სპარსეთის შაჰინშატი,

საქართველო და მონღოლთა ულუსი,

საქართველო და ოსმალთა სულთანატი,

საქართველო და მეფის რუსეთი,

საქართველო და წითელი რუსეთი.

ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, , მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა.

მოკლედ, ბ-ნი აკაკი ბაქრაძის აზრით, ქართველმა ხალხმა ეს აზრი ჩადო ნაცარქექიას სახეში. მისი აზრით,- " ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაცია, ნიღაბია ნამდვილი არსის დასამალად, რამეთუ ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბაყბაყ-დევთანაც კი, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია". ესე იგი, ნაცარქექიას (ქართველი კაცი) ჭკუა , გამჭრიახობა , მოქნილობა და ეშმაკობაა მისი თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიაობა.

ეთანხმებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, , მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა.

გეთანხმებით, მაგრამ ჭკუა და ეშმაკობა სადღაც რომ დავკარგეთ/?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ეთანხმებით?

კი, მასეა. სხვათაშორის, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ყველა ერს აქვს ან თავის მითოლოგია, რისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი განსახიერება ზღაპრებია. ნაცარქექია, პრინციპში საშუალოსტატისტიკური გურჯია, თავისი პლიუსებიტა და მინუსებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცარქექია, პრინციპში საშუალოსტატისტიკური გურჯია, თავისი პლიუსებიტა და მინუსებით.

Grig

ბრავო :mad: :mad: :mad:

newstudio

გამარჯობა :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მკვახე შეძახილი" ხო?

ამ ზღაპრის თანამედროვე ინტერპრეტაცია იქნებოდა საინტერესო...

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზღაპრები ერის მენტალიტეტს განსაზღვრავს

აი, მაგალითად ივანუშკა დურაჩოკი რუსებთან. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამაზე სამეცნიერო ნაშრომების წაკითხვა. ვიცი, რომ არის. ვინმეს ლინკი ხომ არ მოგეძიებათ?

არ მახსოვს, ვიღაცას უწერია, რომ პოლიტიკოსს, რომელიც კარგად ჯდება ეროვნული არქეტიპის ჩარჩოებში, დიდი ფორა აქვს სხვებთან შედარებით, რადგან პუბლიკა ქვეცნობიერ დონეზე გრძნობს მისდამი ლტოლვას, ან სიმპათიას მაინც.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ვერ ვეთანხმები და თუ გინდ მომკალით...

ნაცარქექიასთვის ნამეტანი არაეშმაკები ვართ.

მსახიობობა და დრამატიზმი კი გვეხერხება მაგრამ... გამჭრიახობაში თითქოს მოვიკოჭლებთ...

ეს მსახიობობაც უაზრო მისამართით გავუშვით... იმის მაგიერ რომ , რუსებთან გვემსახიობა და დროს დავლოდებოდით...

კარგა ხნით დავაკარგინეთ რუსებს იმის ილუზია თუ რაოდენ კარგი სამეგობრო ხალხი ვართ...

მოკლედ.

არა. არ ვეთანხმები :+:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თემა მეზობელ ფორუმზეც მაქვს გახსნილი. მოკლედ, უზერმა migamqardi, ჩემი აზრით , თემაში საინტერესო პოსტი დაპოსტა

მაგ წერილის საპასუხოდ ზვიად გამსახურდიას აქვს აკაკი ბაქრაძისადმი საკმაო სიმპათიით გამსჭვალული წერილი, რომელშიც კოტე მაყაშვილის (მარო მაყაშვილის მამა) ლექსიდან შემდეგი ნაწყვეტი აქვს ჩართული:

,,ოჰ, ნაცარქექიავ, შენა!

სალამი მშობლიურ გმირს!

ამეხსნა ბედკრული ენა

ღიმილი მომდის პირს'' ,

დავწვები ლოგინში წყნარად,

ძილითა შევიქცევ თავს,

ქაჯებო, დევებო, ფარად

მე ნაცარქექია მყავს.''

* * *

პ.ს. გამსახურდიას ეს წერილიც საკმაოდ საინტერესოა, ზოგ რამეში შეიძლება არ დაეთAნხმო, მაგრამ ,,კაი გემრიელი'' საკამათო კი არის და ესეც კარგია...

მაგარი სიანტერესოა ორივე დ თუ არ ვცდები რევაზ თვარაძის რომელიღაც წერილს გამოემხაურნენ თავის დროზე ბაქრაზე და გამსახურდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი სიანტერესოა ორივე დ თუ არ ვცდები რევაზ თვარაძის რომელიღაც წერილს გამოემხაურნენ თავის დროზე ბაქრაზე და გამსახურდია

რევაზ თვარაძეს წერილს კი არა, ჩემო irene, თუ არ ვცდები , გურამ ასათიანის ნარკვევს "სათავეებთან" გამოემხაურნენ .

მოკლედ, ჩემს არქივში მოვძებნი ამ დღეებში და ზუსტად გეტყვი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რევაზ თვარაძეს წერილს კი არა, ჩემო irene, თუ არ ვცდები , გურამ ასათიანის ნარკვევს "სათავეებთან" გამოემხაურნენ .

მოკლედ, ჩემს არქივში მოვძებნი ამ დღეებში და ზუსტად გეტყვი :)

მართალი ბრძანდებით - გურამ ასათიანს ... :)

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ბრძანდებით - გურამ ასათიანს ...

irene

გადავამოწმე , ნამდვილად მასეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...