planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2911-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრის დევიდ ვილშაერის ქმედება მიუღებელია. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ბაქრაძემ განაცხადა, მიუღებელია ევროსაბჭოს მანდატით მოქმედი პიროვნება, ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ნორმების საწინააღმდეგოდ თავად მოქმედებდეს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დევიდ ვილშაერის ქმედებას არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გმობს ევროსაბჭოში, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. მისი ინფორმაციით, ევროსაბჭოში მიმდინარეობს მწვავე დებატები და შესაძლოა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება არ მოხდეს ვილშაიერის მოხსენების გამო, რომელიც ტენდენციურობაშია ეჭვმიტანილი. ბაქრაძის მტკიცებით, საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ევროსაბჭოს პოზიცია, რომელიც უცვლელია. შეგახსენებთ, რომ ვილშაერი მოსკოვში ყოფნის დროს ე.წ. საელჩოში შეხვდა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს, რის გამოც მისი მოხსენება ევროსაბჭომ საეჭვოდ მიიჩნია. ამასთან, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე ჰაიდი ტალიავინის დასკვის მოსმენაა დაგეგმილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts