Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - უგულავასა და ზაალ სამადაშვილს კანდიდატურების დასახელების მიუხედავად უფლებამოსილება არ შეუწყდებათ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images36.jpegდედაქალაქის მერს გიგი უგულავასა და საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ საამადაშვილს უფლებამოსილება არ შეუწყდებათ.

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.

 

 

მისი თქმით, მიუხედავად კანდიდატებად დასახელებისა, მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ამიტომ, არჩევნებისას ის გადამდგარი ვერ იქნება და ამ შემთხვევაში მოქმედებს იგივე მექანზიმი, როგორც პარლამენტის წევრის შემთხვევაშია. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატი ხელმეორედ ისე იყრის კენჭს, რომ უფლებამოსილებას არ იხსნის და მხოლოდ ახალი არჩევნების შემდეგ განისაზღვრება, ვინ არის ახალი მაჟორიტარი.

 

 

ამასთან, კუბლაშვილი კაგტეგორიულად გამორიცხავს მერობის კანდიდატისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ალბათობას.

 

 

,,მსგავდი რამ არ მოხდება, რადგან აგიტაცია და სახელმწიფო ფუნქცია ერთმანეთში არ იქნება აღრეული. ამაზე მკაცრი მონიტროინგი ხორციელდება” – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა აღნიშნული პირების კანდიდატურები დღეს ოფიციალურად დააყენა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...