planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images38.jpeg“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შეხვედრა გლდანის მოსახლეობასთან უკვე დასრულდა. გიგი უგულავამ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის ოფიციალური კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა დღეს დაიწყო სლოგანით: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. როგორც მოსახელობასთან შეხვედრაზე უგულავამ განაცხადა მისთვის მთავარ პრიორიტეტად კვლავ თბილისის აღმშენებლობა და მოსახლეობის დასაქმება რჩება. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში მრავალი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია და ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. “მე სამწუხაროდ არ და ვერ დაგპირდებით რომ ყველა პრობლემა ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, მაგრამ გპირდებით რომ ოთხი წლის შემდეგ ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებთ. ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები საერთოდ არ იქნება მაგრამ თუ ეთანხმებით რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია დაიმახსოვრეთ ნომერი 5 და 30 მაისს აირჩიეთ საქმე რომელიც უკვე კეთდება და ერთად ვიბრძოლოთ თბილისის უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა გიგი უგულავამ. ნახევარ საათიან სიტყვაში თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობისთვის სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხს დაუთმონ და აღნიშნა, რომ ის ტემპი, რომელიც მერიას აქვს პენსიების ზრდასთან, ვაუჩერების გაცემასთან და სტუდენტების წახალისებასთან დაკავშირებით კვლავ შენარჩუნდება. გიგი უგულავასთან შეხვედრას დაახლოებით 500ადამიანი დაესწრო. მსგავსი შეხვედრები თბილისის სხვადასხვა უბნებშიც გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts