planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9WLdTHxDII/AAAAAAAADmQ/DaT6ZxgJw1I/s200/patriarqi07_106380470.jpgხელისუფლებამ ილია მეორე ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტზე არ უშვებს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 13 აპრილს ქობულეთში მიმავალი პატრიარქი, მოულოდნელად ჩეხეთში დასასვენებლდ აღმოჩნდა. წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა, ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტში მონაწილეობა მიეღო.“ჩეხეთში პატრიარქს საეკლესიო პირების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალია და “კუდის” დეპარტამენტის თვმჯდომარის მოადგილე, სოსო თოფურიძე “საეჭვოდ” გააყოლეს”, – განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ.“ჯეოტოპნიუსი” ინფორმაციის გადამოწმებას, “კუდის” დეპარტამენტის თვმჯდომარის მოადგილესთან, სოსო თოფურიძესთან შეეცადა, თუმცა მისი მობილრი ტელეფონია გასულია მომსახურების ზონიდან. რაც შეეხება სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორს როლანდ ახალიას, სამეგრელოს–ზემოსვანეთის პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ახალია ჩეხეთში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტში მონაწილეობას ვერ იღებს, სააგენტო “ტრენდი” ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მისი უწმინდესობა, რომელიც ჩეხეთში რეაბილიტაციის კურსს გადის, ექიმების რეკომენდაციით, იძულებული გახდა, საავადმყოფოში რამდენიმე დღით დარჩენილიყო. “იმის მიუხედავად, რომ პატრიარქი აღნიშნულ სამიტში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მან ექიმების დაჟინებულ თხოვნაზე უარის თქმა ვერ შეძლო”, – აცხადებენ საპატრიარქოში.[საინფორმაციო სააგენტო "ჯეოტოპნიუსი"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts