lasha1997 Posted April 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ნდობის გარეშე კონტროლიც აუცილებელია.... კონტროლი, ეს არის კანონის უზენაესობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 lasha1997 აი ამას თუ შეგვპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც შეასრულებს ამ დანაპირებს(მერის დონეზე) პრეზიდენტობის არჩევნებზე დიდი პლიუსი ექნება.სიტყვები ,,თუ'', ,,შეასრულებს ამ დანაპირებს'', მესმის მე უკვე 20 წელია და რატომ უნდა იყოს ვითომ ეს წელი ასე განსაკუთრებული??? ეეხ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 (edited) ვეფხვი სიტყვები ,,თუ'', ,,შეასრულებს ამ დანაპირებს'', მესმის მე უკვე 20 წელია და რატომ უნდა იყოს ვითომ ეს წელი ასე განსაკუთრებული??? ეეხ... ვიღაცას პოლიტიკოსებიდან ხომ შეიძლება ქვეყანა უყვარდეს? Edited April 26, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 lasha1997 აგერ ინფორმაცია ალიანსის ბრიფინგზე ამ საკითხზე.http://www.republicans.ge/სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ალიანსმა საქართველოსთვის“ გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ანალიზის საექსპერტო დასკვნის პრეზენტაცია გამართა. საერთაშორისო კომპანია „ჯი პი დაბლიუმ“ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძისა და პოლიტიკური პროგრამების უფროსის ეკა წამალაშვილის საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა“, - გაცხადდა პრეზენტაციაზე. ალიანსი აპირებს, „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. „დასკვნა იძლევა საფუძველს, რომ უკვე სამართლებრივ დონეზე დაიწყოს საქმის ძიება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, შეგროვდება ხელმოწერები, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად მიმართავენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მან დაიწყოს აღნიშნული საქმის კვლევა. გარდა ამას, ჩვენ გვყავს წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც პარლამენტშიც დააყენებს ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას. აღნიშნულ მასალას მივაწვდით საქართველოს პროკურატურასაც, რომელსაც ჯერ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არანაირი ძიება არ დაუწყია“, - აღნიშნა ალასანიამ. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზევე გავრცელდა საქართველოს მოქალაქეთა განცხადება, რომელზეც ხელმოწერაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. მასში ნათქვამია, რომ „2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედში“ გასული „მოდელირებულ ქრონიკა“, რომელსაც მასობრივი პანიკა, სერიოზული შოკი და მსხვერპლიც კი მოჰყვა, იყო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“. „ამ საკითხის სათანადო საზოგადოებრივი რეაგირების გარეშე დატოვება, ეროვნულ თავმოყვარეობაზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე საბოლოოდ უარის თქმის ტოლფასია. ჩვენ, ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სააკაშვილმა და ამ გადაცემის სხვა შემოქმედებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამ მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად და სამართლებრივი პროცედურების შესასრულებლად ჩვენს რწმუნებას ვაძლევთ სახალხო დამცველის ოფისის მიერ ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენად შერჩეულ ადვოკატ დავით ებრალიძეს“, - ნათქვამია განცხადებაში. „ალიანსის საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: „არველაძის და წამალაშვილის სატელეფონო საუბრით მტკიცდება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დარღვია კონსტიტუციის 23-ე და 24-ე მუხლი, რომელიც კრძალავს შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და თავისუფალი აზრის ცენზურას. ამ ორი მუხლის დარღვევის საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ნორმებით სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს და ჩვენ ამისთვის პარლამენტს მივმართავთ“. ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა კონსტიტუციის დარღვევის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დანაშაულიც ჩაიდინა, რის გამოც ალიანსი მის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრას მოითხოვს და საქმეს უზენაეს სასამართლოშიც შეიტანს. დავით უსუფაშვილი: „სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, კრძალავს ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას; ჩანაწერში კი აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის მითითებით ჟურნალისტს საშუალება არ მისცეს, გადაცემა თავისი შეხედულებისამებრ მოემზადებინა. პრეზიდენტმა ასევე დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით, რომელიც არის კერძო ბიზნესკომპანიის პროდუქტი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. დარღვეულია ასევე 189-ე მუხლი. კერძოდ სააკაშვილი უხეშად ჩაერია კერძო კომპანიის ამ შემთხვევაში „იმედის“ საქმიანობაში, რითიც აღნიშნულ კომპანიას, როგორც ბიზნეს-სუბიექტს, ზარალი მიადგა. დარღვეულია 337-ე მუხლიც. პრეზიდენტი სამეწარმეო საქმიანობაში ჩაერია იმიტომ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უპირატესობა მოპოვებინა. ამასთან, მან ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლი.. სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ასევე გიორგი არველაძემ, რადგან ის ჩაერია ჟურნალისტის საქმიანობაში, და რაც ყველაზე მთავარია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი, რითიც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გადაცემით მოახდინა ფსიქოლოგიური ტერორი და დაშინება საკუთარ მოსახლეობის, ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს და შექმნა დესტაბილიზაციის საფრთხე. ყველასთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ბატალიონი საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა. აღნიშნულ დანაშაული კი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. „ალიანსს გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ყველა დონეზე გაასაჩივრებენ, - დასძინა დავით უსუფაშვილმა. მან ასევე მიმართა პროკურატურას, დაუყოვებლივ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტებზე და მოუწოდა დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის საქმიანობის მონიტორინგი აწარმოონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ძუკუ საღოლ ალიანსს! მართლა...ძლივს ვიღაც ოდნავ ტვინს მაინც ატანს ქმედებებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ძუკუ ალიანსი აპირებს, „მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ჩანაწერის ექსპერტიზის დასკვნას სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა ძალიან კარგი ძუკუ ბატონო.არ არის ამათი საქართველო და პასუხიც უნდა აგონ ესეთ სირობებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 lasha1997 newstudio ყველაზე "მაგარი" ორი სირის პალიკო კუბლაშვილის და დავით ბაქრაძის კომენტარი.ჩვენ მაგისთვის სად გვცალია, საქმით ვართ დაკავებულიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted April 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ძუკუ ყველაზე "მაგარი" ორი სირის პალიკო კუბლაშვილის და დავით ბაქრაძის კომენტარი.ჩვენ მაგისთვის სად გვცალია, საქმით ვართ დაკავებულიო. მხოლოდ ეს საქმე არა.აი გირგვლიანი,რობაქიძე და ა.შ. ამ საქმეებში დამნაშავეები ყველანი უნდა დაისაჯონ.ასევე ბადრიზე ახეული ქონება პატრონს უნდა დაუბრუნდეს ............... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 არ არიან ეგენი არავის გამსამართლებლები..შეიძლება ვიღაც მელკი ტიპები გაასამართლონ და ეგ იქნება..დაპირებები იცოცხლე ,ყველამ მაგარი იცის.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bowman Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 მემგონი ამას დაპირება არც ჭირდება ეს ისედაც ცხადია თუ ალასანია (ან ნებისმიერი ოპოზიციონერი) მერის პოსტზე მოვა პოლიციის დანაშაულებრივი ბოგინი მოისპობა თბილისში, მითუმეტეს ალასანიას გუნდში დავით გამყრელიძეა ადამიანი, რომელიც პერმანენტულ აქციებს მართავდა სწორედ იმისთვის, რომ გამოძიებულიყო პოლიციის დანაშაულებები, როგორიც იყო სადრო გვირგვლიანის მკვლელების დასჯა და ასშ... ამიტომაც მე ამის დაპირება არ მჭირდება, ეს ისედაც ნათელია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bowman Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 ახლა მთავარია ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და ავირჩიოთ ოპოზიციის კანდიდატი. ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ყოფიალ პრეცედენტი, როცა არცევნების გზით შეცვლილა ხელისუფლება (რაგაც დონეზე მაინც) დგეს ამის რეალური შანსი გვაქვს, ბოლო სოც. გამოკითხვებით, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორებმა ჩაატარეს უგულავა სულ რაღაც 8 % უსწრებს ალასანიას, თუ ძალაინ ვიაქტიურებთ დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებთ, ასე რომ იმედია არავის დაეზარება ტრაკის აწევა და წავა არჩევნებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ეს თემაც იყოს პირველ გვერდზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 ერთი დანაპირები უნდა იყოს, ყველა იმ უსამართლობის გამოძიება,რაც ამ ხელისუფლების წევრებს აქვთ ჩადენილი. მაგას მერი ვერ გამოიძიებს ეგეთი დანაპირები ხალხს უნდა მისცეს პრეზიდენტობის კანდიდატმა ან შ.ს.ს მინისტრობის კანდიდატმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 (edited) FRIDRIX მაგას მერი ვერ გამოიძიებს ეგეთი დანაპირები ხალხს უნდა მისცეს პრეზიდენტობის კანდიდატმა ან შ.ს.ს მინისტრობის კანდიდატმა თბილისის მასშტაბებით შესაძლებელია,რადგან მერს ემორჩილება თბილისის სამმართველოს უფროსი. ისე შსს–ს მინისტრი არაფერს არ წყვეტს,თუ პრეზიდენტს არ სურს.ყველა ნორმალურ ქვეყანაშიეგრეა,მაგრამ საქართველოში პირიქით არის. Edited May 3, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2010 FRIDRIX თბილისის მასშტაბებით შესაძლებელია,რადგან მერს ემორჩილება თბილისის სამმართველოს უფროსი. ისე შსს–ს მინისტრი არაფერს არ წყვეტს,თუ პრეზიდენტს არ სურს.ყველა ნორმალურ ქვეყანაშიეგრეა,მაგრამ საქართველოში პირიქით არის. :D შეიძლება მანდ ბლუმბერგი ვინმეს იმორჩილებს მასონური ვალდებულებებით მაგრამ აქ თბილისის მთავარი სამართველოს უფროსი ყველა სამართველოს უფროსი ყველა განყოფილების უფროსი ემორჩილება ერთ ადამიანს ვანო მერაბიშვილს ეხლა წარმოვიდგინე ალასანია და ხიზანიშვილი როგორ საუბრობენ მერის კაბინეტში როგორ მიდის გამოძიება გირგვლიანის მკვლელობაზე ვაზაგაშვილის მკვლელობაზე ჟვანიას მკვლელობაზე ეს ხომ წარმოუდგენელია დ აფანტასტიკა ისე ალიანსი მართლაც რომ ღრუბლებშიაარადა პოლიტიკოსი უნდა იყოს ყველაზე რეალისტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.