Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პარლამენტში ჩერქეზთა განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტების გენოციდად შეფასებასთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/wiklauri-nugzar-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტში ჩერქეზთა მასიური განადგურებისა და დეპორტაციის ფაქტების გენოციდად შეფასებასთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება.

 

 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

 

 

წიკლაურის თქმით, 21-22 მარტს ჯეიმსთაუნის ფონდის ორგანიზებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე ,,უცნობი ერები – უწყვეტი დანაშაული’’ გამოიკვეთა მოცემული საკითხის უფრო კომპლექსური შესწავლის აუცილებლობა.

 

 

დეპუტატის შეფასებით, საქართველოსთვის ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქვეყანას კავკასიის ხალხებთან არა მხოლოდ წარსული, არამედ საერთო მომავალიც აკავშირებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტს ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლებმა მიმართეს.

 

 

ამასთან, პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას დაიწყოს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...