planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/targamadze-giorgi5-150x130.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები~ პარლამენტში ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ~ პრესის ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტს წარადგენენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება ოთხი კანონპროექტისაგან შედგება. ძირითადია ახალი კანონის პროექტი ,,ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ~, რომლის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ბეჭდვითი პროდუქციით თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისაგან. თარგამაძის თქმით, მისი მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომლებიც ეწევიან ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებას და მის გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე. ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხერხები, აკრძალულია სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის და ამ პროდუქციის გასავრცელებლად სტენდის/მაგიდის დადგმისათვის და ჯიხურის განთავსებისათვის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts