planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/6e7dbffbd0c0dda237b19fa67576faa3-150x150.jpg“ეროვნული საბჭოს” მიერ ჩატარებული პრაიმერის შედეგებით, თელავში მაჟორიტარი კანდიდატი “კონსერვატიული პარტიის” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი მოსიაშვილი გამოვლინდა. მოსიაშვილმა 70%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. ხმების 30% მიიღო “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალიკა ტალიურმა. როგორც რადიო “ჰერეთთან” საუბარში, გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, არსებული შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “ჩემი იდეაფიქსი არ არის მხოლოდ პრაიმერში გამარჯვება, არამედ მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვება და ამ ხელისუფლების დამარცხებაა”, _ განაცხადა მოსიაშვილმა. პრაიმერი 25 აპრილს სოციოლოგიური მეთოდით ჩატარდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts