Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გოგი ურგება: ახმეტელებს ტყით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/122.jpeg“კონსერვატიული პარტიის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი ურგებას განცხადებით, სატყეო დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს ახმეტის სატყეო მეურნეობა, ახმეტელებზე ტყით სარგებლობის ბილეთებს აღარ გასცემს.

 

 

როგორც ურგება ამბობს, მოსახლეობას ბილეთის აღებაზე უარს ეუბნებიან და აფრთხილებენ, რომ ბილეთები არც მომავალ თვეებში გაიცემა.

 

 

“ახმეტას გათბობის სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგან ბუნებრივი აირი ძვირია და ყველგან არც არის. მოსახლეობა ზამთარში ძირითადად შეშაზე თბება. უცხოელებზე ტყეების დიდი ნაწილია გაცემული და ამ დროს ქართველი ხალხი იჩაგრება”, – განაცხადა გოგი ურგებამ.

 

 

სატყეო დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს ახმეტის უბნის უფროსი ვანო ყაჭიური, ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვები მართლაც დაწესდა.

 

 

,,1 აპრილიდან შეზღუდვები მხოლოდ იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც ხის მასალებით და შეშით ვაჭრობას ახდენენ. ახმეტის მოსახლეობა სიცივეში არ დარჩება”, – განაცხადა ვანო ყაჭიურმა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...