Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცაგერის რაიონის საოლქო კომისიაში ,,მრწეველებისა’’ და ,,ჩვენ თვითონს’’ წევრებად მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ნიშნავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/kopaliani-karlo-150x150.jpg30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ცაგერის რაიონის, საოლქო კომისიაში ,,მრწეველებისა’’ და პარტია ,,ჩვენ თვითონს’’ წევრებად ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს ნიშნავენ.

 

 

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.

 

 

მისი ინფორმაციით, რაიონში პარტიებს შორის ფარული გარიგებები მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი დასტურიც არის კომისიაში აღნიშნული პარტიების კვოტების მმართველი გუნდის მიერ დაკავება.

 

 

დეპუტატის თქმით, მან აღნიშნული პარტიების ლიდერებს გოგი თოფაძესა და პაატა დავითაიას შესთავაზა, რომ კომისიაში კადრებტან დაკავშირებით კორდინაციას გაუწევდა, რაზეც მათთან ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.

 

 

კოპალიანი მიმართავს დავითაიასა და თოფაძეს საზოგადოებას განუმარტონ თუ რის ფასად დაიკავეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ოპოზიციური კვოტები.

 

 

,,არჩევნები ცაგერის რაიონში უკვე გაყალბებულია. დემოკრატიის ჩემიპიონის გუნდის წევრები არჩევნების გასაყალბებად უკვე აქტიურად მუშაობენ. ოლქებზე, რომ ეს ხდება ადვილი წარმოსადგენია რა ხდება უბნებში’’, – აღნიშნა კოპალიანმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ კოპალიანი უპარტიო დეპუტატია, თუმცა ამ არჩევნებში მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას ,,ალიანსს საქართველოსთვის’’.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...