Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გორის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” უახლოეს ხანებში დაიწყება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/gori112_281599595-150x150.jpgგორის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით’’ განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დასრულებულია. ოქმები თითოეული სოფლიდან მოსახლეობის უმრავლესობის ხელმოწერებით უკვე მზადაა და უახლოეს მომავალში დაიწყება შერჩეული პროექტების განხორციელება.

 

 

2010 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 1 502 700 ლარი, რაც მუნიციპალიტეტის 20 ტერიტორიული ორგანოს 91 სოფლის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე გაიხარჯება.

 

 

სოფლის პროგრამით განსახორციელებელ პროექტებში შარშანდელთან შედარებით წელს განსხვავებული პრიორიტეტებია წარმოდგენილი. განსაკუთრებით აქტუალურია გზების მოხრეშვა, რიტუალების სახლების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია. ნაკლებია მოთხოვნა სარწყავი სისტემების მოწესრიგებასა და სასაფლაოს შემოღობვაზე. სოფლების მინიმალურ რაოდენობას სპორტული მოედნების მოწყობა, საბავშვო ბაღებისა და ხიდის რეაბილიტაცია სურს.

 

 

,,შევეცადეთ მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაგვერთო საერთო საქმის გადაწყვეტაში. ამ მიზნით გამოკითხულ იქნა თითოეული ოჯახის ყოველი ზრდასრული წევრის აზრი, რაც დადასტურდა ხელმოწერებით. პროგრამისთვის შეირჩა ის პროექტები, რომლებსაც მოსახლეობის 80%-მა დაუჭირა მხარი. ამდენად მოსახლეობა უფრო მეტადაა ინფორმირებული სოფლის პროგრამის შესახებ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც უფრო მობილიზებულნი არიან. შარშანდელთან შედარებით გაორმაგებულია თანხებიც. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სოფლის პროგრამა წელს უფრო წარმატებული და მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება მოსახლეობისათვის, ვიდრე გასულ წელს’’, – აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...