planetanews Posted April 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 26, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistic3-150x150.jpgსტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში, იანვარ-მარტის მონაცემებით, პირველ ადგილზე კვლავ ფეროშენადნობებია. მათი ინფორმაციით, ფეროშენადნობების წილზე იანვარ-მარტში მთელის ექსპორტის 16,8 პროცენტი მოდის და 56 995 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 38 058 600 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,2 პროცენტია.მესამე ადგილზე მყოფი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი კი იანვარ-მარტში 1 125 300 აშშ დოლარით შემცირდა და 23 015 900 აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 118 964 600 აშშ დოლარით იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. ამ ჯგუფის წილმა იმპორტში 11,7 პროცენტი შეადგინა. საიმპორტო ათეულშე მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების იმპორტია 66 865 200 აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე 48 621 600 აშშ დოლარით ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადებია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts