planetanews Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9MNmzsAfkI/AAAAAAAADl4/DZDCclmN1j0/s200/20467_1154877323513_1575116286_30338628_4761015_n.jpgქართული მისტიკური ტრილერი “სპამი“ ბოლო დროს საქართველოში გადაღებული ფილმებისგან მკვეთრად განსხვავდება. პირველ რიგში ჟანრობრივად, რადგან მსგავს ჟანრს ქართველი რეჟსორები ერიდებიან. რეჟისორმა ერთის მხრივ სარისკო ნაბიჯი გადადგა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.ფილმში უხვადაა გამოყენებული რეალური სპეცეფექტები, რაც ძლიერ ზემოქმედებას მოახდენს მაყურებელზე.ფილმის რეჟისორია რამაზ ჩაჩანიძე.მთავარ როლებს ასრულებენ: დავით ქაცარავა, ირაკლი სანაია, მირიან ჯეჯელავა, გვანცა კორშია, სოფი მაიერი, სოფია სებისკვერაძე, სალომე თათარაშვილი.ეპიზოდებში იხილავთ გამოცდილ და პროფესიონალ მსახიობებს – ლაშა ოყრეშიძეს და ნინო თარხან-მოურავს.ფილმს საფუძვლად უდევს მე-19 საუკუნეში ერთ-ერთ ქართულ სოფელში მომხდარი პარანორმალური ამბავი. მოქმედება თანამედროვეობაში ხდება. ელექტრონული ფოსტის სპამი-ს განყოფილებაში ერთ-ერთი მთავარი გმირის მიერ წაკითხული შეთავაზება საბედისწერო აღმოჩნდება ფილმის გმირებისთვის.ახალგაზრდები ამ შეთავაზების მიხედვით მიდიან უიქენდზე კოჯორში, მიტოვებულ სახლში დროის გასატარებლად. თუ რა მოხდება იქ, ამას კინოთეატრში მისული მაყურებელი ნახავს.გადაღებების ნაწილი მართლაც კოჯორში მიმდინარეობდა. ფილმი დატვირთულია სხვადასხვა სახის ემოციებით. მხოლოდ შიში არაა თანმდევი ლეიტმოტივი. მაყურებელი იხილავს როგორც საშიშ სცენებს და ბევრ სისხლს, ასევე ულამაზეს ეროტიკულ სცენებს და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორსაც კი.ფილმის ბიუჯეტია – 120 000 ლარი. ეს მართლაც არაორდინალურად დაბალი ციფრია, ხოლო მიღებული შედეგი თავად განსაჯოს მაყურებელმა.გადამღები ჯგუფის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმმა დანაპირობა გადაღებების გეგმიური დასრულება და რა თქმა უნდა პროდუქტის მაღალი ხარისხი. ასევე კომფორტი გადასაგებ მოედანზე მსახიობებისთვის, რომლებიც სრულმეტრაჟიან ფილმში პირველად მონაწილეობდნენ.სპამ-ის ოფიციალური ტრეილერი უკვე ტრიალებს კინოთეატრების ეკრანზე. სხვა ფილმებზე მისული მაყურებელი უკვე დიდი ინტერესით ელის ფილმის პრემიერას. რეაქციებიც ძალიან საინტერესო და დაძაბულია ჯერ მხოლოდ ტრეილერის ნახვისას. პრემიერა შედგება 5 მაისს კინოთეატრბში “რუსთაველი” და “ამირანი.”5 მაისს “ამირანში” მისულ სტუმრებს საინტერესო სანახაობა ელის. გაიმართება “სპამი” –ს სცენარის მიხედვით დაწერილი წიგნის პრეზენტაცია. ასევე საშინელებათა ჟანრის მხატვარ ლაზარე გუგუშვილის გამოფენა.ფილმის შინაარსისა და მოქმედი გმირების, ასევე გადამღები ჯგუფის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ საიტზე - www.tbilifilm.com საიტზე შექმნილია ფორუმი, სადაც ნაბისმიერ ვიზიტორს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. პირველივე გვერდზე ნახავთ უკუსვლის საათს, რომელიც პრემიერამდე დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს და მილიწამებს ითვლის. [ წყარო: presa.ge]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif გახდით "ღია ბოქლომი"-ს ფანკლუბის წევრი Facebook-ზე View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts