Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- რა კავშირი აქვს კაჩისკის დაცვის შეცვლას ტრაგედიასთან


Recommended Posts

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9MWQOttI4I/AAAAAAAADmA/5n86f3VmpZQ/s200/26906_1409796652009_1445260650_31063950_791274_n.jpg“უნიკალური სპეცოპერაცია,” - ასე აფასებს 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას ანტიტერორიზმის, უსაფრთხოებისა და დაცვის სპეციალისტი, ვასილ გიგოლაშვილი. ნიშანდობლივია, რომ ტერაქტის ვერსიაზე პოლონური გამოძიებაც მუშაობს. ძნელი სათქმელია, ეს ვერსია გამართლდება თუ არა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეჭვის საფუძველს აშკარად იძლევა.

სხვათა შორის, უცნაურია, რომ ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვაზე, დიმიტრი მედვედევის გარდა, პოლონეთში მსოფლიოს არც ერთი გავლენიანი ლიდერი არ ჩასულა. არჩასვლის ოფიციალურ მიზეზად ისლანდიის ვულკანი სახელდება, რომლის გამოც ევროპის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კატინის ტრაგედიის მიმართ თეთრი სახლი დღემდე დუმს. ამასთან, თვალშისაცემია, რომ ამერიკიდან პოლონეთში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილმა შეძლო. ქართული ანდაზაა, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, ანუ თუ ბარაკ ობამას დაკრძალვის ცერემონიალზე ჩასვლის სურვილი ჰქონდა, ცხადია, “ვულკანურ ბარიერებს” გადალახავდა და კრაკოვში ჩავიდოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტს ამის სურვილი მაინცდამაინც არ ჰქონდა.

რატომ? - ეს რიტორიკული კითხვაა, თუმცა ვასილ გიგოლაშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ცე-რე-უ-ს, ამერიკის საიდუმლო სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის სკოლა აქვს დამთავრებული და, შესაბამისად, ამერიკული სპეცსამსახურულ მუშაობას კარგად იცნობს, არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედია მხოლოდ “რუსული ძაფებით” არ იყოს მოქსოვილი.

თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ლეხ კაჩინსკის ტერაქტი მოუწყვეს, ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვის უშლიდა პოლონეთის პრეზიდენტი ნერვებს და ვის ინტერესში შედიოდა მისი თავიდან მოცილება?

ვასილ გიგოლაშვილი ამ კითხვაზე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო დროს კაჩინსკიმ რამდენიმე ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადება გააკეთა, ანუ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი თითქმის ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც რუსეთს ღიად უპირისპირდებოდა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ კაჩინსკი, თავისი ქმედებებით, მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესს აფერხებდა. ეს ვერსია შესაძლოა, გულუბრყვილოა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ საბედისწერო რეისამდე სიტუაცია ყირგიზეთში აირია. მართალია, უკრაინა არეულობას გადაურჩა, მაგრამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებით იქ “ყვავილოვანი რევოლუცია” დამთავრდა.

სხვათა შორის, პოლონეთი საბჭოთა გავლენის პირველი ქვეყანა იყო, სადაც გასული საუკუნის 80-წლებში ე.წ. ფერადი რევოლუცია პირველად მოხდა და ქვეყნის სათავეში ლეხ ვალენსა მოვიდა...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ვასილ გიგოლაშვილი აქცენტს აკეთებს:

1991 წელს რუსეთის იმჟამინდელ მმართველს, ბორის ელცინსა და ჯორჯ ბუშ-უფროსს შორის გაფორმდა საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატები იმ რესპუბლიკებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1938 წლამდე შევიდნენ, უარს ამბობდა. მოგვიანებით, ანუ მაშინ, როცა თეთრმა სახლმა საქართველოში, უკრანაში, შუა აზიასა და სხვაგან ფერადი რევოლუციების მოწყობა დაიწყო, პუტინმა, როგორც გიგოლაშვილი ამბობს, ამერიკელებს სწორედ ზემოხსენებული საიდუმლო ხელშეკრულება გაახსენა...

საერთოდ, ამბობენ, რომ ცხოვრებაში და, მით უმეტეს, პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. აქედან გამომდინარე, 10 აპრილის საბედისწერო რეისიც შესაძლოა, სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელიც მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში თავის კვალს აუცილებლად დატოვებს.

ისე, ალბათ, ყურადღებამისაქცევია, რომ მეოცე საუკუნეში ორივე - პირველი და მეორე მსოფლიო ომი სწორედ პოლონეთის, ასე ვთქვათ, საბაბით დაიწყო.იმას, რომ კატინის წლევანდელი ტრაგედიის კვალი შესაძლოა, ტერქტამდე მივიდეს, რამენიმე გარემოება ამძაფრებს. მაგალითად, საინტერესოა, პოლონეთის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთი თვითმფრინავით რატომ მგზავრობდა. ამასთან, ვასილ გიგოლაშვილი, ერთი შეხედვით, მარტივ, თუმცა საინტერესო კითხვას სვამს:

რატომ ემსახურებოდა პრეზიდენტს თვითმფრინავი “ტუ-154”?

ისე, კაჩინსკისთვის ე.წ. საჰაერო ინციდენტები უცხო ნამდვილად არ ყოფილა:2008 წლის ოქტომბერში ლეხ კაჩინსკის ბრიუსელში გამგზავრება ჩარტერული რეისით მოუხდა, რადგან პრემიერ-მინიტრ ტუსკის კანცელარიამ პრეზიდენტს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად სპეცთვითმფრინავით გაფრენის საშუალება არ მისცა.

2008 წლის 2 დეკემბერს 20-გრადუსიანმა ყინვამ მწყობრიდან გამოიყვანა პრეზიდენტის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი. იმ დღეს კაჩინსკი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ულან-ბატორიდან ტოკიოში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, იძულებულ გახდა, მონღოლეთში შეჩერებულიყო. თვითმფრინავის მართვის მექანიზმის შეკეთება ვერ მოხერხდა და კაჩინსკი ტოკიოში 8-საათიანი დაგვიანებით, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა.იმავე წლის 3 დეკემბერს პოლონეთის მთავრობამ მთავრობისთვის ახალი თვითმფრინავების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტისთვის საუკეთესო თვითმფრინავის ყიდვას არ აპირებს და ისეთ თვითმფრინავს შეუძენს, რომლითაც პრეზიდენტის ელემენტარული უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

ერთხელ, კაჩინსკის თვითმფრინავი კორეაში მაღალ ტურბოლენტურობის ზონაშიც მოხვდა. ძლიერი ქარის გამო, მფრინავმა ვერ შეძლო პრეზიდენტის თვითმფრინავის პირველ ცდაზე დასმა და იძულებული გახდა, სიმაღლე აეღო და სეულში დაფრენა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო.

2009 წლის 14 იანვარს, თვითმფრინავის გაყინვის გამო, პოლონეთის პრეზიდენტი დაგვიანებით გაფრინდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან დაგეგმილ შეხვედრაზე.

2009 წლის 17 სექტემბერს მწყობრიდან გამოვიდა პოლონეთის სამთავრობო ორივე თვითმფრინავი. იმხანად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15 სექტემბერს მოსკოვიდან ვარშავაში დაფრინდა ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში ხანგრძლივ რემონტზე იდგა და მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე, მწყობრიდან გამოვიდა. კაჩინსკის ნიუ-იორკში გამგზავრება სარეისო თვითმფრინავით მოუწია.

გარკვეული პრობლემები შეექმნა პრეზიდენტის თვითმფრინავს 2008 წლის აგვისტოშიც, როცა ლეხ კაჩინსკი საქართველოში რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად მოფრინავდა. მაშინ თვითმფრინავი აზერბაიჯანში დაჯდა და პოლონეთის პრეზიდენტის თბილისში ავტომობილით ჩამოვიდა. ეს ინციდენტი იმით დამთავრდა, რომ ვარშავაში დაბრუნებულმა კაჩინსკიმ პილოტო დაითხოვა.

მოგვიანებით, ანუ 2009 წელს ლეხ კაჩინსკი საქართველოს ისევ ეწვია და მიხეილ სააკაშვილმა რუსებიგან ოკუპირებულ ახალგორში წაიყვანა. პრეზიდენტების ესკორტზე თავდასხმა მოხდა. “ახალგორის ინციდენტს” კაჩინსკის დაცვის უფროსი შეეწირა - მას თანამდებობა დაატოვებინეს.

როგორც ვასილ გიგოლაშვილი “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელების შეცვლა შემთხვევით არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ისტორია მოწმობს, მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერის საეჭვო გარდაცვალებას წინ სწორედ დაცვის შეცვლა უძღვოდა.

გიგოლაშვილის თქმით, სტალინს დაცვა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე შეუცვალეს. დაცვის “როტაცია” ინდირა და რაჯივ განდების, ჯონ კენედის მკვლელობების წინაც განხორციელდა. ასევე, დაცვა შეიცვალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდეც. ამასთან, გიგოლაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პრესიდენტს რამოდენიმეჯერ შეეცვალა დაცვის უფროსი და დაცვის თანამშრომლები...

საერთოდ, დაცვის სამსახური, ვასილ გიგოლაშვილის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი რგოლია, რომელზეც პოლიტიკური მოვლენები პირდაპირ აისახება. ამ კონტექსტში, ალბათ, გასახსენებელია, რომ “ვარდების რევოლუციის” წინ ედუარდ შევარდნაძის დაცვა გამოიცვალა, რასაც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცული თვითმკვლელობაც მოჰყვა... ყველაფერი კი “ვარდების რევოლუციით” დამთავრდა.

“დაცვის სამსახური სისტემა ნაძვის ხის პრინციპითაა აწყობილი და თუ ღერო მოიშალა, ყველაფერი ხუხულასავით იშლება. ღეროს მოშლა კი 4-5 პიროვნების მოცილებითაა შესაძლებელი”, - ამბობს გიგოლაშვილი...წესით და რიგითი, ქვეყნის მეთაური დაცვის სამსახურის უფროსს ემორჩილება, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება, სამსახურის უფრსი და დაცვის წევრიც გამოცვალოს. ასეთ გადაწყვეტილებას, როგორც ვასილ გიგოლაშვილი ამბობს, პირველი პირები “ვიღაცის” წაფითილებით იღებენ. ეს “ვიღაც” კი შესაძლოა, სრულიად არაპოლიტიკური ფიგურა იყოს, რომელიც “დასაცავ ობიექტთან”, უბრალოდ, დაახლოებულია და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია...ზემოხსენებული ვიღაცეები “პირველების” გვერდით, როგორც წესი, მრავლად არიან ხოლმე...

მოკლედ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება გადამწყვეტ ფაზაში შედის!

["ქართული სიტყვა"]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

 

 

 

 

 

 

გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე

 

 

 

2907431438646605030-7817872192787717356?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...