Jump to content
Planeta.Ge

ჩაიხედეთ სარკეში!


Recommended Posts

andria

 

ეგ პოსტი PM-ით რატომ მივიღე?

 

P.S. ჯერ ერთი ხულიგანი ინგლისური სიტყვაა (hooligan), მეორეც ქუჩა, ძალადობა და კრიმინალი ყველგანაა და ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა კრიმინალური მენტალიტეტი რამენაირად უარესი იყოს ვიდრე სიცილიური, ალბანური, ლათინურამერიკული თუ ჩინური.

ცუდი ყველგან ერთნაირად ცუდია მიუხედავად ფორმებისა, რადგან შინაარსი და მიზნები ერთი აქვთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თამადამ თანამესუფრეებს სამშობლოს სადღეგრძელო შესთავაზა. კაკო ორჯონიკიძეს თვალები პროჟექტორებივით აენთო, წამოდგა, ღიპი მაგიდაზე შემოსდო, ჭიქა აიღო, იდაყვი განზე გაწია და მხრის სიმაღლეზე დაიჭირა, ნეკა თითი წესისამებრ გაფშიკა, მეორე თავისუფალი მუშტი მკერდზე დაიბრაგუნა და აღელვებულმა, ცრემლმორეული ხმით, ჯერ მარტო თავისი სახელით, მერე სუფრისა და ბოლოს მთელი ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ერი არის ხატი, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ლოცვა გვმართებს, რომ ერს ცრემლი უნდა შევუმშრალოთ და სხვა. როდესაც ფიცი დადო, თუკი ერის კეთილდღეობა მოითხოვს, ერთს არ შევყოყმანდები, თვალის დაუხამხამებლად გავწირავ თავსო, გედეონ რევიამ ჩანგალი ააჩხაკუნა და ამით გაკვირვებულმა კაკო ორჯონიკიძემ წამით რომ ლაპარაკი შეწყვიტა, უთხრა:

 

- კარგი და, ვთქვათ, არ დაგჯერდა თავგანწირვას და უფრო მძიმე მსხვერპლი მოგთხოვა. რას იზამ?

 

კაკო ორჯონიკიძე გვერდულად, გაკვირვებული ძაღლივით მიაჩერდა გედეონს.

 

- თავგანწირვაზე მეტი რაღა უნდა მომთხოვოს?! - შესძახა მერე და სუფრას ისე მოავლო თვალი, თითქოს მხარდაჭერას ითხოვსო.

 

- თავგანწირვა ადვილია, კაკო. ძელები თუ სხვამ გამოგითალა, სახრჩობელა სხვამ დაგიდგა, სკამი სხვამ მიგიდგა, სხვამ აგიყვანა ზედ და თოკი სხვამ ჩამოგაცვა, ყულფში თავის შეყოფას რაღა უნდა! მაგრამ ერთიც ვნახოთ და, იმ შენმა სათაყვანებელმა ერმა თავგანწირვის ნაცვლად ასეთი რამ გთხოვა: კაკო ორჯონიკიძე, ნუ დაცლი მაგ ჭიქას. საერთოდ, ნაკლები სვი, ნაკლები ჭამე, ღიპი მოიშორე, გახდი, მეტი იფიქრე, , მეტი იკითხე. მე, შენს მშობელ ერს, ახლა ყველაზე უფრო ის მჭირდება, რომ შენს თავში თავისუფლების იდეა გაჩნდეს. შეასრულებ?

 

- რატომაც არ შევასრულებ! - გულმოსული ხმით თქვა კაკო ორჯონიკიძემ, ისე, ომ გედეონისთვის სახეში არ შეუხედავს, და ჭიქა დაცალა.

 

 

გენიალურია...

:)

პირველ პოსტში დაამატე ესეც ტექსტიც და ის ვიდეოც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ამ ვითომ ქართველების გადამკიდე ვისი ვისაში იქნება ვერ გაარკვევს დიდი ხანი ვერავინ…

რუსების ან ამერიკელების იქნება ჩვენსაში.

ჩვენი კი ლიბერალებისაში...

ლიბერალების კი ერთმანეთისაში... :) :)

 

 

Siknadmo

ეს ავადმყოფი მოაშორეთ რა ფორუმს? ხომ ხედავთ კიდევ უფრო უმძიმდება ფსიქიკა,

თქვენი ბრალია რა, წავიდა ფორუმიდან და არ უნდა დაგეხიათ კალტები,

 

საქმე იმაშია რომ ვიღაცას ეტყობა აქ მძიმე ბავშობა ჰქონდა, თვლის რომ მას არასწორად მოექცნენ და ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია, სულ სწადია რომ ქართველობა გადააკეთოს და თავის სასურველ ნოტაზე დააყენოს, თუ შურისძიება არა მხოლოდ დაიკმაყოფილოს მაინც ამით თავისი წარსულის ფსიქოლოგიური კომპლექსი და უკმარისობა, ამით მოახდინოს ,,არასრულფასოვანი'' წარსულის კონპენსაცია...

ამას ვამჩნევ მე აქ!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქმე იმაშია რომ ვიღაცას ეტყობა აქ მძიმე ბავშობა ჰქონდა, თვლის რომ მას არასწორად მოექცნენ და ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია, სულ სწადია რომ ქართველობა გადააკეთოს და თავის სასურველ ნოტაზე დააყენოს, ამით დაიკმაყოფილოს თავისი წარსულის ფსიქოლოგიური კომპლექსი და უკმარისობა, ამით მოახდინოს ,,არასრულფასოვანი'' წარსულის კონპენსაცია...

ამას ვამჩნევ მე აქ!

ამაში თემის ავტროს გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

 

 

:) :) :) :D

სულ ეს არის, მეტი გამბედაობა არ ყოფნის ვეფხვს?

 

 

 

 

 

asesino_141

ისე მე მგონი დროა თემას სახელი გადავარქვათ: მაგ. მგლის თავზე სახარების კითხვა დავარქვათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანდატურის ხელფასი 800 ლარი

პედაგოგის ხელფასი მაქსიმუმ 200 ლარი

რას იტყვით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:ჰუსეინ:

 

საიდან ჩითავ ამეებს, აბა 200 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს ხელფასი .... ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა 200 ლარზე მეტი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლებს ხელფასი .... ?

ნუ დავიწყოთ იქიდან რომ 80% მასწავლებლების საერტოდ გასაყრელია სკოლებიდან..

აი რაც დარჩება იმატ დარაჯზე ნაკლები უნდა ქონდეტ?:nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ დავიწყოთ იქიდან რომ 80% მასწავლებლების საერტოდ გასაყრელია სკოლებიდან..

აი რაც დარჩება იმატ დარაჯზე ნაკლები უნდა ქონდეტ?:nekro:

ეგრე ჰო..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...