planetanews Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/rada-150x150.jpgუკრაინის რეგიონების პარტიის დეპუტატებმა უზენაესი რადის სხდომათა დარბაზი გადაკეტეს. ამის შესახებ ფრაქცია “ჩვენი უკრაინა-სახალხო თავდაცვა” წევრი ვიაჩესლავ კირილენკო აცხადებს. მისი თქმით, დარბაზში სხდომის ჩატარება შეუძლებელია. რეგიონების პარტიის მომხრეებმა რადას წინ მოედანი დაიკავეს. მოედნის პერიმეტრზე კარვებია გაშლილი. იულია ტიმოშენკოს ბლოკის მომხრებიი კი მალიინის სასახლის წინ მოედანაზე იკრიბებიან. მოედანზე უკვე აღმართულია სცენა საიადანაც სავაურადოთ თავის მომხრეებს ოპოზიციის ლიდერები მიმარტავენ. მანმადე ცნობილი გახდა, რომ 24 აპრილისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა რადას რიგგარეშე სხდომის მოწვევევას ითხოვდნენ, რომელზეც კიევსა და მოსკოვს შორის ყირიმში შავი ზღვის ფლოტის დარჩენის შესახებ ხელშეკრულება უნდა განხილულიყო. თუმცა, რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, რადგან მისი აზრით ეს რეგლამანტს არ შეესაბამებოდა. ხელსეკრულების რატიფიკაცია სავარაუდოთ 27 აპრილს ჩვეულებრივ პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. ლიტვინი რატიფიკაციის პროცესში რადაში ფიზიკურ დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
planetanews Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/timoshenko1-150x150.jpgუკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველა ეროვნული ინტერსის საწინააღმდეგო ხელშეკრულება გაუქმდება. ამის შესახებ უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა იულია ტიმოშენკომ კიევსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშუკრულების შავი ზღვის ფლოტის ყირიმში დარჩენის ვადის შესახებ კომენტირებისას გააკეთა. ”როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში მოხდება, უკლებლივ ყველა გარიგება, რომელიც უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება დენონსირებული იქნება”,- განაცხადა ტიმოშენკომ. რუსეთსა და უკრაინას შორის ხელშეკრულება ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ვადის 25 წლით გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას ორშაბათს ხარკოვში მოეწერა ხელი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.