Nukriko Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 [ნათია ნოდია]როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება “ამერიკანიზაციის” მომხრეებს საკუთარ თამაშში ჩართვისკენ მოუწოდებს, გამართლედება თუ არა ექსპერტების პროგნოზები რუსეთ-საქართველოს ომის განახლებაზე და რატომ შეიცვალა “ოთხმოციანელების“ დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ამ საკითხებზე “პრესა.გე“ ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერს, ირაკლი წერეთელს ესაუბრა: როგორ გამოვიცნოთ ვინ არის პრო-რუსი და ვინ მოწინააღმდეგე? რეცეპტს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი გვთავაზობს: - “ვინც ეწევა ირაკლი წერეთელის და მისი პოლიტიკის იგნორირებას, ყველა რუსეთის მოკავშირეა, ხოლო ვინც დაინტერესებულია ირაკლი წერეთელით, მისი პოლიტიკით და მისი მიმართულებების წინ წასვლით, ის არის საქართველოს თავისუფლების მსურველი”- გვიმხელს წერეთელი. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: ირაკლი წერეთელი 2010 წლის იანვრის ბოლოდან, ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის კოორდინატორად დაინიშნა. - “ჯერჯერობით გასული საუკუნის ყველა ეროვნული მოღვაწის შემოკრება ვერ მოვახერხეთ, გაერთიანდა “ეროვნულ-დამოუკიდებლობის პარტია“ – ლიდერი ირაკლი წერეთელი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია – ლიდერები იასონ ფავლენიშვილი და დავით კოპალეიშვილი, “სახალხო ფრონტი“ – ლიდერი ნოდარ ნათაძე, წმინდა ილია მართლის საზოგადოება – ლიდერი გურამ გოგბაიძე. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერთან თამარ ჩხეიძესთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იმ საკითხებში, რასაც ჰქვია საქართველოს დეოკუპაცია, ნატოში გაწევრიანება, აშშ-თან პირდაპირი ორმხრივი ხელშეკრულება ეს პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. აღნიშნულ საკითხებში ჩვენი და ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენელი გიგა ბოკერია აბსოლუტურად იზიარებს ჩვენი ორგანიზაციების პოზიციებს საგარეო ვექტორის ჩამოყალიბების მიმართულებით“- აცხადებს ირაკლი წერეთელი. ირაკლი,დიდი ხანია რაც გოგა ბოკერიასთან ინტერესთა თანხვედრა აღმოაჩინეთ?- გიგა ბოკერია ჩემი ოჯახის ახლობელია. დედაჩემის უახლოესი მეგობარი იყო მისი ბაბუა, უაღრესად განათლებული პიროვნება, ნამდვილი ინტელიგენტი ალექსანდრე ალექსანდრია. გიგა ბოკერიას მამა, ლელო ბოკერია, ჩემი მეგობრის თემურ სუმბათაშვილის უახლოესი მეგობარი. გიგა ბოკერიასთან ყოველდღიური ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად ამისა, ამ კაცის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი გამსჭვალული. იმიტომ რომ, ამას წინათ მივიპატიჟე ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოვიდა, ძალიან გამიხარდა. პრეზენტაციაზე იყვნენ ნუგზარ წიკლაური, გიგი წერეთელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ასევე ჩვენი ძველი მეგობარი. სხვათაშორის, გიგა ბოკერიას ვაჩუქე ჩემი წიგნი წარწერით და ვუწოდე ნიჭიერი, ენერგიული და უშიშარ პოლიტიკოსი. ამ თვისებების მატარებელია ნამდვილად და აღიარებენ თუ არა, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. დღეს ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ამერიკასთან, ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. რა უფლება მაქვს დადებითად არ ვიყო განმსჭვალული იმ პიროვნების მიმართ, (იმის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის) რომელიც თავიდან თავიდან ბოლომდე დგას იმ სტრატეგიულ შეხედულებებზე, იდეებზე და პრინციპებზე, რომელზეც ვდგავართ მე და ჩემი პარტია ბოლო 23 წლის მანძილზე. ესე იგი, თქვენს და ხელისუფლებას შორის, ურთიერთობები დათბა...- ხელისუფლებიდან ჯერჯერობით ურთიერთობები მაქვს: გიგა ბოკერიასთან, ნუგზარ წიკლაურთან და გიგი წერეთელთან. წიგნის პრეზენტაციაზე ეს ხალხი იყო, ხოლო პრესა გაფრთხილების მიუხედავად მაინც არ მოვიდა. ჩემი წიგნი ”ეროვნული თავისუფლების სათავეებთან” ეძღვნება ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას. ამ წიგნის პოპულარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს საქართველოში ეროვნული თავისუფლების, ეროვნული თავმოყვარეობის განცდას. რა თქმა უნდა. ეს ის წიკლაური , წერეთელი და ბოკერიაა, ვინც ლამის სრულიად ჩრდილოეთ კავკასიას თბილისში მოუყარა თავი და შეხვედრას შეხვედრაზე მართავენ, იქ იჩქერიის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთო, აგერ ჩეჩნეთის გენოციდია დასაგმობიო. მაშინ როცა, ექსპერტები გაზაფულზე რუსეთ-საქართველოს ომის განახლებას ვარაუდობენ, ფაქტები არაფერს გეუბნებათ?- საქართველო კავკასიის გული იყო და იქნება, რაც შეეხება, აგრესიის განმეორებას, თუ მიხეილ სააკაშვილმა იარაღის ჟღარუნი არ დაიწყო და ამ პროვოკაციაზე არც წავა, ომის განახლება წარმოუდგენელია. ამ ბოლო დროს, ნატოში გაწევრიანების იდეა პრიორიტეტად აღარ ითვლება, როგორია “ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის” ინიციატორთა პოზიცია?- მიმაჩნია ნატო საკმაოდ პრიორიტეტულია, უბრალოდ, ამ ბოლო დროს თავი წამოყვეს რუსეთთან შეკრულმა კოლაბორაციონისტებმა, რენეგატებმა. მათ წმინდა პრაგმატული მოტივაციიდან გამომდინარე დათმეს ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. უღალატეს ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაღალ იდეალებს. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ქართველმა ერმა პოზიცია შეიცვალა, ქართველ ერს პოზიცია არ შეუცვლია, იმიტომ, რომ 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისცისტის თანახმად, ნატოში ინტეგრაციას საქართველოს მოქალაქეების 70%–მა დაუჭირა მხარი. ის ფაქტი, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა ასევე ნატოს იდეის პოპულარიზაციაზე მეტყველებს იმიტომ, რომ მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანების სტრატეგიას და იდეას. ამავე მოთხოვნით ქართველი ერის ისტორიაში პირველი გამოვიდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია და თქვენი მონა-მორჩილი ირაკლი წერეთელი. მიუხედავად ამისა, აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ძალებს მინდა გაგახსენოთ აგვისტოს მოვლენები, როცა თეთრი სახლის დახმარება მხოლოდ სამხედრო ხომალდით შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა, გამორიცხავთ ისტორიის განმეორებას?- ვერ დაგეთანხმები. პირიქით, აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამერიკა ძალიან აქტიურად ჩაერია. ამ ჰუმანიტარულ დახმარებას გარკვეული შეიარაღება შემოჰყვა და სწორედ, სამხედრო ხომალდის გამოჩენას მოჰყვა რუსეთის აგრესიის შეჩერება. რაც მთავარია, გამოგვიგზავნეს ბუშის თანაშემწე კონდოლიზა რაისი და ამერიკამ მრავალგზის მოუწოდა რუსეთს დაეტოვებინა საქართველო. თუ რუსეთი აგრესიას განავრცობდა, აშშ მასთან შეტევაზე გადავიდოდა. მოსკოვი ამას დროულად მიხვდა და არ წამოეგო პროვოკაციას. სხვათა შორის, ამერიკა და ნატო, რომ არ იყოს საქართველო საერთოდ ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღესაც იქნებოდა საბჭოთა იმპერია, ვერც აღმოსავლეთ ევროპა დაიხსნიდა იმპერიის კლნაჭებიდან თავს და ვერც გერმნიის გაერთიანება მოხერხდებოდა. დიახ, რუსეთის იმპერია თავისი ვარშავის ხელშეკრუკებით იარსებებდა და შეიძლება კიდევ უფრო ფუნდამნეტალურად ჩამოყალიბებულიყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ძალიან სრულყოფილად უნდა გააცნობიეროს და მოიაზროს ქართველმა ერმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებით, მეგობრობით, მეკავშირეობით კიდევ უფრო გააძლიეროს და განამტკიცოს თავისი ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამ ღირებულებებს რუსეთთან ურთიერთობის პირობებში შენარჩუნება არ უწერია. რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებები როგორ გესახება?- სანამ რუსეთის შეირაღებულ აგრესიას და სამხედრო ოკუპაციას საშვილთაშვილოდ არ დაესმება წერტილი არანაირად არ მესახება, პირიქით, კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს რუსეთთან ურთიერთობები. საქართველომ მსოფლიოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში პრინციპულად და კატეგორიულად უნდა დასვას საკითხი, რომ რუსეთს დაეკისროს საერთაშორისო პასუხისმგებლობა საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლიდან დღემდე განხორცილებული 89–წლიანი შეიარაღებული აგრესიის გამო და უნდა მოხდეს ამ აგრესიის უკლებლივ ყველა შედეგის ლიკვიდაცია. თუმცა ამ რეალობის პარალელურად ქართულ პოლიტიკაში პრო-რუსული ვექტორი იკიდებს ფეხს, ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?- ძალიან სამწუხარო აზრის ვარ. ეს არის იმ გზის უარყოფა, რასაც ჰქვია ღირსეული მსვლელობა ეროვნული თავისუფლების და დამოუკიდებლობის გზაზე. უპირველეს ყოვლისა, გული მწყდება ნინო ბურჯანაძეზე და ზვიად ძიძიგურზე. იმიტომ, რომ ზვიადი ეროვნული მოძრაობიდან არის მოსული, პატრიოტი კაცია, ხუთი შვილის მამაა. ძალიან საბედისწერო შეცდომებს უშვებს. ნინო ბურჯანაძემაც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე დაუშვა უარსებითესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული შეცდომა. მინდა გითხრათ, ნინოს საკმაოდ დადებითი კუთხით ვიცნობ, ურთიერთობებში არის ძალიან სასაიმოვნო ადამიანი, აბსოლუტურად არ ახასიათებს აგრესია. ნოღაიდელი თქვენს სიმპათიებს არ იმსახურებს?- ნოღაიდელი არის უნიკალური შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება მოღალატე კაცი იყოს “გადასარევი” ტიპი. მე ეგეთი ურცხვი ადამიანი არ მინახავს. ნოღაიდელი ქართველ ერს პოლიტიკაში ჟვანიას და შემდგომ შევარდნაძის წიაღიდან მოევლინა. ახლა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლობა დაიჩემა და ამას ურცხვად აცხადებს, საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად დამნაშავე და ცალსახად აგრესორი, ჩვენი ქვეყნის ანექსიის შემოქმედთან, პუტინთან, ერთად უნდა ნოღაიდელს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის აღდგენა? ეს ან ცინიზმია, ან გაურკვევლობა. ჯერ ერთი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრობა აღმდგარია ჩვენი ახლად შექმნილი ორგანიზაციის სახით. ამას გარდა, თუ მართლა სურს ეროვნული მოძრაობის მარაქაში გაერიოს, უნდა მოიხადოს ბოდიში პუტინთან ჩასვლის გამო, მიაფურთხოს რუსეთს, პუტინს და ეშმაკს, კაცურად აღიაროს თავისი დანაშაულებრივი შეცდომა და თუ გულწრფელი იქნება, პრობლემა არ არის, იმიტომ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ახალი ეტაპი დავიწყეთ ახალი, სუფთა ფურცლიდან და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბოლომდე ღირსეულად იბრძოლებს საქართველოს დეოკუპაცის გზით საქართველოს სრული თავისუფლებისათვის. ისე, აღიარეთ, რომ ხალხის დიდ ნაწილს რუსეთთან ურთიერთოების აღდგენის სურვილი აქვს, თქვენ კი, მშვიდობიან, თუმცა უკომპრომისო დაპირისპირებას სთავაზობთ. იქნებ, მოსკოვთან შეხების წერტილებია მოსაძებნი?- ქართველი ერი ორ ნაწილად იყოფა, დიდი ნაწილი არის თავმოყვარე ქართველები და არიან, მონები, რომლებიც გაჩნდნენ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. თუ გასაღების პრობლემაზეა საუბარი, კი ბატონო, იმ ციტრუსსაც გავიტანთ და ყველა პროდუქტს მოვუნახავთ ბაზარს. რუსეთზე უკეთესი ბაზარი გვექნება ჩინეთში, აშშ-ში, ინდოეთში. უნდა ვეცადოთ ჩვენი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე შევიდეს. როგორ მიგაჩნიათ, რიგი პოლიტიკოსები დღეისთვის პრიორიტეტულად რუსეთთან ურთიერთობების დათბობას რატომ გვისახავენ?- იმიტომ, რომ ფინანსდებიან რუსეთიდან. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მათგანი წარსულში გადაბირებული ჰყავდათ რუსულ სპეცსამსახურებს. ალბათ, ახლა, რუსეთმა თავის აგენტურას კატეგორიულად მოთხოვა მოქმედება საქართველოს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ეროვნული თავისუფლების წინააღმდეგ. უბრალოდ, ეს პოლიტიკოსები “დავერბოვკებული” არიან თავის დროზე ჩემთან ინტერვიუში განაცხადეთ, მიშა სააკაშვილი რუსეთის აგენტიაო. ახლა რა შეიცვალა?- ჯერ ერთი, მიშა სააკაშვილს, ასეთ პოლიტიკოსს არ ვიცნობ. ვიცი მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება კითხვას, თეორიულად ყველაფერი შეიძლება წარმოიდგინოს და დაუშვას ადამიანმა. ოფიციალურად, ხმამაღლა და გაცხადებულად, მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ეწევა დეოკუპაციის, ნატოში გაწევრიანების, საქართველოს აშშ-თან მჭიდრო დაახლოების და დამეგობრების პოლიტიკას. მიხეილ სააკაშვილი და ეს ხელისუფლება რუსეთთან გარიგებული რომ იყოს, ამ ღირებულებების პროპაგანდას არ წამოიწყებდნენ. სხვათა შორის, პარლამენტში ჩვენმა ორგანიზაციამ ორჯერ შეიტანა განცხადება ლუსტრაციის კანონის მიღების შესახებ. 11 და 25 თებერვალს, ორჯერვე მოვიდა პასუხი. არსებობს მზაობა. უბრალოდ, გვითხრეს, ეს კანონი არ არის ინიცირებულიო. ამიტომ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, ყველა პარლამენტარს მოვუწოდებთ შეიტანონ ინიციატივა, ახლა უკან დახევის საშუალებას არ მივცემ. პარლამენტის თითოეულმა წევრმა 200-ვე კაცმა უნდა შეიტანოს ეს ინიციატივა და პრობლემა მოიხსნება. თუ არ დამიჯერებენ, მეცოდინება, რომ ამ პარლამენტის უმრავლესობაც დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხთან მიმართებაში არაკეთილსინდისიერ თამაშს ეწევა. ვინც დამოუკიდებლობის და ეროვნული თავისუფლების მაღალ იდეალებში ბოლომდე ღირსეულად არ დაიხარჯება არავის აცდება ჩემი კრიტიკის ქარცეცხლი. წყარო: http://presa.ge/index.php?text=news&i=9846 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 რაში დასწირდა მიხაკოს წერეთლის ნაფტალინიდან ამოღება?ძალიან საინტერესოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 kisa უკურნებელ სენს აღვიძებს, იზმის მოშველიება უნდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 asesino_141 უკურნებელ სენს აღვიძებს, იზმის მოშველიება უნდა...მართლაც ამას გავს ეს ამერიკელებმა და ევროპამ დაიკიდა ეხლა თვითიზოლაციაზე წავა, ოღონდაც მუდამ იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 პატრიოტიზმით დაბოლილი ხალხი + დიდი სიფრთხის ქვეშ დაპანიკებული ხალხი = სააკაშვილის სისტემის საზრდოს დარწმუნებული ვარ რომ რაღაც პერიოდში დაიწყება, რა დროს დემოკრატიაა ჯერ ოკუპანტები უნდა მოვიცილოთ. ამ დროს კი მიშა და ნაც.მოძრაობა გულაობს, ახალ ჯიპებს ყიდულობენ, მდიდრულ სახლებს, სხვის ხარჯზე მდიდრდებიან და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 Nukriko დარწმუნებული ვარ რომ რაღაც პერიოდში დაიწყება, რა დროს დემოკრატიაა ჯერ ოკუპანტები უნდა მოვიცილოთ.ჯერ არ გაგიგონია ეს?მე კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 ხალხის დასაბოლებლად კი სჭირდება 80-იანი წლების დისიდენტების გამოყენება. არა და ჩემი ხედვით, ქართველი დისიდენტები დიდი ჭკუით არ გამოირჩევიან და ადვილი სამართავი არიან.. ამიტომ მიშიკოც ადვილად მართავს მსგავს დისიდენტებს, თან რა უნდათ უკვე საზოგადოებისგან დავიწყებული პირებს? ისევ აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში და ისევ იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად. ამიტომაც იქნებიან ადვილი სმართავი. მიშა ეხლა განსხვავებულ აზრის მქონე ადამიანებს მიუსევს ამ ხალხს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 (edited) ჯერ ეს ერთი თავად სააკაშვილისთვის იქნება კარგი თუ დაუჯერებს ეროვნული ძალების რჩევებს, ირაკლი წერეთელთან და სხვა ეროვნულ ძალებთან იმიტომ ცდილობენ კონტაქტის დამყარებას დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ხედავენ ეს ოპოზიცია დედაბუდიანად გარუსდა ( ორიოდე ნაკლებად აქტიური პარტიის გამოკლებით ) და ცდილობენ იმ ადამიანებთან დაამყარონ კონტაქტი რომელიც ეროვნულ, ანტირუსულ ( ანტისაოკუპაციო გაგებით ) და პროამერიკული კურსის ერთგულია. ძალიან მარტივია ყველაფერი. რაც შეეხება დემოკრატიას, როგორ გინდათ ოკუპირებულ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება ? დემოკრატია კი არა სამხედრო, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს საქართველოს, სრულ უპირობო დეოკუპაციამდე, საქართველოს, სრულ უპირობო დეოკუპაციამდე უნდა აიკრძალოს საპროტესტო მანიფესტაციები გარდა საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით გამართული მანიფესტაციებისა და აქციებისა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამხედრო პატრული უნდა დადიოდეს. თორემ შემოვა რუსის ჯარი თბილისში და მერე ის დაგიმყარებთ ,,დემოკრატიას''. Edited April 24, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.