planetanews Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 რეალური საფრხე, რომელიც სოფელ http://www.epn.ge/wp-content/uploads/veliscixe-150x150.jpgს წალეკვით ემუქრება, ხევისა და ტბის გასწვრივ განლაგებული ბეტონის ფილების მასობრივმა ქურდობამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “ჰერეთი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2000-2002 წლებში ამ ხევის დამცავი ჯებირებიდან სისტემატურად გაჰონდათ ფილები, რომელიც ხევის ადიდების შემთხვევაში სოფლის დაცვის ერთადერთი საშუალება იყო. გუშინ გვიან ღამით კი, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ევაკუაცია თავიდან დაიწყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ და უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ. 22 აპრილს, გვიან ღამით, სოფელ ჭერემის თავში მდებარე წყალსაცავში მომატებულმა წყალმა დამცავი ჯებირი დააზიანა და ველისციხის დატბორვის საფრთხე შეიქმნა. ამის გამო 700-მდე ადგილობვრივის პრევენციული ევაკუაცია მოხდა. ტბა, რომელმაც სოფელ ველისციხეს წალეკვის საფრთხე შეუქმნა, ნახევარი საუკუნის წინ მიწების მორწყვისთვის გამოყენებოდა. ტბა საერთო ჯამში 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და მისი სიღრმე 28 მეტრს აღწევს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts