planetanews Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/velisc-150x150.jpgსოფელი ველიციხე 2000 ადამიანმა დატოვა. მოსახლეობის ევაკუაცია დასახლებული პუნქტიდან გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, სოფელი 2000 ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “ჰერეთი” ავრცელებს. სოფელში გაშლილია კარვები და მოწყობილია საველე სამზარეულო. ამ დრომდე ადგილზე იმყოფება გეოლოგთა ჯგუფი. ისინი ტბის მდგრადობის მდგომარეობას სწავლობენ. ველისციხეში მუშაობს საგანგებო შტაბი. ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებული ვითარება ველისციხეში იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ წვიმები გაგრძელდება და წყალსაცავში წყლის დონე კიდევ უფრო აიწევს. გურჯაანში ჭერმის წყალსაცავის გადმოსვლის საფრთხე ისევ არსებობს. ადგილზე სპეც-დანიშნულების რაზმები, საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. 22 აპრილს, გვიან ღამით, სოფელ ჭერემის თავში მდებარე წყალსაცავში მომატებულმა წყალმა დამცავი ჯებირი დააზიანა და ველისციხის დატბორვის საფრთხე შეიქმნა. ამის გამო 700-მდე ადგილობვრივის პრევენციული ევაკუაცია მოხდა. ტბა, რომელმაც სოფელ ველისციხეს წალეკვის საფრთხე შეუქმნა, ნახევარი საუკუნის წინ მიწების მორწყვისთვის გამოყენებოდა. ტბა საერთო ჯამში 10 ჰექტარზეა გადაჭიმული და მისი სიღრმე 28 მეტრს აღწევს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts