planetanews Posted April 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 24, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/universiteti1-150x150.jpgინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღეს 26 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტში კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება. მემორანდუმის თანახმად ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტის პროფესორების სამეცნიერო–კვლევით მიღწევებს საქპატენტი დააპატენტებს. ასევე იგეგმება უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თემატური სემინარების ჩატარება, საბუნებისმეტყეველო ფაკულტეტის სტუდენტები კი, საპატენტო ექსპერტიზის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გაივლიან. მემორანდუმს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა მოაწერენ ხელს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts