Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გადაუდებელი წვიმების შედეგად კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის ეზოები დაიტბორა


Recommended Posts

გადაუღებელი წვიმის შედეგად http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaspi1-150x150.jpgადიდებულმა მდინარეებმა კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ფართობები და ეზოები დატბორა.

 

 

სოფელ ქვემო ჭალისა და სამთავისის გამყოფი ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელი სამთავისი და ბოჟამი დატბორა. სოფლებში დატბორილია 30 მოსახლის ეზო, საკარმიდამო ნაკვეთები, და 40 ჰექტარი ქერის და ხორბლის სახნავ-სათესი ფართობები. წყალი რამდენიმე ოჯახის სარდაფშიც ჩავიდა.

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებობის ინფორმაციით, საშიშროება მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი სადენების საყრდენ ბოძებსაც ექმნება.

 

 

ასევე დაიტბორა სოფელ ლამისყანის მოსახლეობის 30 ჰექტრამდე სახნავ-სათესი ფართობი, რომელიც სოფელ ხვითზე ჩამომავალმა ე.წ.`ბენისები~-ს ხევის გამოვარდნამ გამოიწვია.

 

 

სამივე სოფელში სულ 70 ჰექტრამდე სახნავ-სათესი ფართობი დაიტბორა.

 

 

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა განაცხადა, სტიქიის შეჩერების და დამატებითი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ზომების მიღება უკვე დაწყებულია. სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს ტექნიკა, რომელიც წყალს მიმართულებას უცვლის.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...