Jump to content
Planeta.Ge

მე მიყვარს თბილისი და უგულავა


Recommended Posts

თბილისის მერია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კრიტიკას განცხადებით ეხმაურება.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ თბილისის მერიიდნ აცნობეს, დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კრიტიკა გამოთქვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მიერ თბილისის მერიის პროექტის - „მე მიყვარს თბილისის" ლოგოს სააგიტაციო მასალებში გამოქვეყნების ფაქტის გამო.

თბილისის მერიის განცხადებით, მერიამ მოძრაობა „მე მიყვარს თბილისი" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განახორციელა.

`სწორედ ამგვარი მეთოდებით წარმატებით ხორციელდება ქალაქების, დედაქალაქების პოპულარიზაცია. ამ ლოგოს დამკვიდრება და მეტი პოპულარიზაცია (ისევე როგორც ეს სხვა ქალაქებშია) მნიშვნელოვან სოციალური და ეკონომიკურ პერსპექტივას მოიცავს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო კამპანიების დროს „მე მიყვარს თბილისის" ლოგოს გამოყენებას, მივიჩნევთ, რომ ამის სრულიად კანონიერი უფლება გააჩნია ყველა პარტიას და თბილისის მერია მიესალმება პოლიტიკური პარტიების მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელებას~, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დროს მასში აღნიშნულია, რომ თბილისის მერია კანონის ფარგლებში გააგრძელებს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც თბილისელების სოციალური, ყოფითი, ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

http://maestro.ge/?address=news1&id=5763&page=1

 

პ.ს. ხო არიან ღირსები. ყველა პარტიამ გამოიყენოს ეს ლოგო და სლოგანი?! და რატომ არ უნდა გამოიყენონ ????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ესეც იყოს:

 

http://maestro.ge/?address=uc&id=7052&page=1

 

რეპორტაჟი: "საია"-ს საარჩევნო მონიტორინგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცების ე.წ. კოორდინატორები რომ დადიოდნენ სახლებში და ანკეტებს ავსებდნენ, მათზე სწორედ ეს ემბლემა იყო გამოსახული. ე.ი. ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ. ჩემი უხეში გათვლით ეს თანხა დაახლოებით 90 მილიონი იყი. გუშინ ვერსიაში 72 მილიონი დაიწერა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

. ჩემი უხეში გათვლით ეს თანხა დაახლოებით 90 მილიონი იყი. გუშინ ვერსიაში 72 მილიონი დაიწერა.

უგულავას იმდენად ცუდად აქვს საქმე რეიტინგშI...რომ შეიLძება მართლა სხვა წამოაყენონ კანდიდატად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უგულავას იმდენად ცუდად აქვს საქმე რეიტინგშI...რომ შეიLძება მართლა სხვა წამოაყენონ კანდიდატად

თორე სხვა ხო რას ამბობს, ვარსკლავებს წყვეტს.

 

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ხელისუფლების კანდიდატი. ნაციონალის ძირითადი მხარდამჭერები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ხალხი. ისინი ხმას აძლევენ შიშით, ასე რომ მათთვის სულ ერთია უგულავა იქნება, თუ იაკობაშვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ისინი ხმას აძლევენ შიშით

ამას ვერ ვხვდები..სხვას რომ მისცენ ხმა ,როგორ გაიგებენ..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ამას ვერ ვხვდები..სხვას რომ მისცენ ხმა ,როგორ გაიგებენ..??

ანუ ვაიდა მონიშნული იყოსო ბიულეტენი.

 

პრინციპში უმრავლესობას კი ესმის რომ სისულელეა, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიში მაინც უფრო დიდია. ახლა ოჯახში სადაც ერთი ადამიანი მუშაობს, ისიც სახელმწიფო დაწესებულებაში. მიდის იმ ოჯახში ნაც. მოძრაობის კოორდინატორი (ე.წ. ოცლარიანი ქალები). ხოდა თავის სიაში წერენ მას და მის ოჯახის წევრებსაც.

 

მერე არჩევნების დღეს ეს 20 ლარიანი ქალები დგანან უბნებთან და თავის დავთარში ინიშნავენ ვინ მოვიდა და ვინ არა. ამ მომენტში ხალხის 90% ფიქრობს, ჩემი ხმა მაინც არაფერს ცვლისო, და ჯობია შარში არ გავყოო თავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

პრინციპში უმრავლესობას კი ესმის რომ სისულელეა, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიში მაინც უფრო დიდია.

და ხომ იციან რომ ვერავინ გაიგებს..პროსტო მიზანმიმართულად აძლევენ ხმას და მერე შიშს აბრალებენ..ეშინიათ სხვა რომ მოვა,იმ შემთხვევაში არ დაკარგონ სამსახური..ყველა თავის თავზე ფიქრობს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

და ხომ იციან რომ ვერავინ გაიგებს..პროსტო მიზანმიმართულად აძლევენ ხმას და მერე შიშს აბრალებენ..ეშინიათ სხვა რომ მოვა,იმ შემთხვევაში არ დაკარგონ სამსახური..

არა, მგონია მასწავლებელი რომელიც თვეში 150 ლარს იღებს, ამ ხელისუფლებას უჭერდეს მხარს.

 

ერთ მაგალითს მოგიყვან. ერთი ნაცნობი მყავს, პრინციპში ოპოზიციურად განწყობილი. საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციას მისცა ხმა. საპარლამენტო არჩევნებზე ვიღაცამ გაუჩალიჩა ადგილი საუბნო კომისიაში. პრინციპში მუდმივი სამსახური არაა, ერთჯერადი საქმეა, ერთჯერადი ხელფასით. მაგრამ ამ ადამიანმა თვითონაც მისცა ნაცებს ხმა + თავისი ოჯახის წევრებიც მოიყვანა უბანზე და მიაცემინა ხმა. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო იმ ხალხთან, ვინც იმ დროებით დასაქმების პროგრამაში მოხვდა.

 

ე.ი. ხალხი ერთჯერადი 200 - 300 ლარის გამო გაიყიდა. და შენ წარმოიდგინე ახლა იმის მდგომარეობა ვისაც მუდმივი სამსახური აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ხალხი ერთჯერადი 200 - 300 ლარის გამო გაიყიდა. და შენ წარმოიდგინე ახლა იმის მდგომარეობა ვისაც მუდმივი სამსახური აქვს.

ხო და მაგას გეუბნები რომ არანაირი შიში,უნდათ და აძლევენ ხმას..მერე თავის გასამართლებლად შიშის ფაქტორს იყენებენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ხო და მაგას გეუბნები რომ არანაირი შიში,უნდათ და აძლევენ ხმას..მერე თავის გასამართლებლად შიშის ფაქტორს იყენებენ..

ასე რომ ყოფილიყო ნაციონალები სადარბაზოს 20 ლარიან ქალებში ამდენ ფულს არ დახარჯავდნენ. რახან ამ რესურსის მობილიზაციაში ამხელა ფულს ხარჯავენ, ე.ი. არ აქვთ ამ ხალხის იმედი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ასე რომ ყოფილიყო ნაციონალები სადარბაზოს 20 ლარიან ქალებში ამდენ ფულს არ დახარჯავდნენ. რახან ამ რესურსის მობილიზაციაში ამხელა ფულს ხარჯავენ, ე.ი. არ აქვთ ამ ხალხის იმედი.

ეს რა შუაშია..აქ საუბარი იყო შიშზე..რომ ახელმწიფო სამსახურში ვინც მუშაობს შიშის გამო აძლევს ხმას..აბა ფულის გამო რომ აძლევენ ამას მეც გეუბნები,პროსტო შიში რა შუაშია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ა ხომ იციან რომ ვერავინ გაიგებს..პროსტო მიზანმიმართულად აძლევენ ხმას და მერე შიშს აბრალებენ..ეშინიათ სხვა რომ მოვა,იმ შემთხვევაში არ დაკარგონ სამსახური..ყველა თავის თავზე ფიქრობს..

ოღონდ ყველა არა...საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ არა ყველა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...