Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელების ფალსიფიცირების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba516-150x150.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთისა და იმერეთის რეგიონში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე: შოველი მჭედლიშვილი და მერაბ ბრეგაძე დააკავეს.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ ბინებში მოწყობილ კუსტარულ საამქროებში ასხამდნენ სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებულ უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს.

 

 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული სასმელები თავიანთი ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლებით არ შეესაბამება, როგორც სტანდარტით, ასევე სამედიცინო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს, შეცვლილი აქვს თვისობრიობა, მათში აღმოჩენილია ნაწლავური ჩხირები, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშროებას წარმოადგენს.

 

 

სამართალდამცველებმა ორივე კუსტარული საწარმო დალუქეს და ფალსიფიცირებული პროდუქციის დიდი ნაწილი სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს.

 

 

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...