Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/fero-150x150.jpgზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიცულმა მუშებმა დღეს შიმშილობა დაიწყეს.

 

 

მოშიმშილეთა ხუთკაციანი ჯგუფი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში განთავსდა. მათთან მუდმივად იმყოფება გაფიცულთა 50-კაციანი ჯგუფიც.

 

 

ქარხნის ადმინისტრაციასთან დღის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა გაფიცულები არ დააკმაყოფილა. ქარხნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ თანახმაა, დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, ხელფასის მომატების გარდა. ამასთან, დირექცია კიევში, ქარხნის აქციონერების შეკრებასა და გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

ქარხნის ადმინისტრაციასთან საუბარი გამართა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა გვენეტაძემაც. მან გაფიცულებს აქციის შეწყვეტა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შესთავაზა, თუმცა, ვერ დაითანხმა.

 

 

ზესტაფონში ხვალ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების სხვა ხელმძღვანელი პირები მიემგზავრებიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...