Jump to content
Planeta.Ge

ბურჯანაძეც და ნოღაიდელიც ამ მთავრობისაააა


Recommended Posts

თემის პირველ პოსტში მოკლე ანოტაცია თუ არ გაკეთდება იმის შესახებ თუ რას ეხება ეს თემა, დაიხურება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანოს ინტერვიუა:

 

 

 

ვანოს ინტერვიუა:

 

არჩევნები კი მშვიდად და ობიექტურად ჩაივლის

 

ინტერვიუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან

 

- გაზეთ "კომერსანტში" ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს საქართველოში უკვე უწოდეს სკანდალური. ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით, გავრცელდა თქვენი უწყების ოფიციალური განცხადებაც, სადაც პუბლიკაციაში გამოთქმული ზოგიერთი თქვენი მოსაზრება კონტექსტიდან ამოვარდნილადაა მოხსენიებული. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამ განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესი ვერ ჩააცხრო. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია იმ ნაწილმა, სადაც მეფობის აღდგენის იდეის ავტორად პრიმაკოვია გამოცხადებული.

 

- საქართველოსთან დაკავშირებით პრიმაკოვის ფიგურა ამ ბოლოს წამოტივტივდა - მისი დაბადების დღეზე პუტინმა საქართველო, ასე ვთქვათ, გადააბარა პრიმაკოვს. მეფის ინსტიტუტის იდეა უფრო ძველია და მათი ერთმანეთთან დაკავშირება არასწორია.

 

საქართველოში მეფობის აღდგენასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი შეხედულებები, მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მეფობის აღდგენა სრული ანაქრონიზმია. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ იდეას უჭერენ მხარს, ჩემს სიმპათიას არ იმსახურებენ.

 

რაც შეეხება პრიმაკოვს, მასთან მე დავაკავშირე ნოღაიდელი, ბურჯანაძე და ა.შ. მე მგონი, ეს სტატიაშიცაა ჩამოთვლილი.

 

ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა თემაა.

 

- თქვენმა კიდევ ერთმა მოსაზრებამ გამოიწვია აღშფოთება - ინტერვიუში ამბობთ, რომ ევროპის რჩევების გათვალისწინება საჭიროდ არ მიგაჩნიათ.

 

- მთელი ეს ინტერვიუ და ჩემი საუბარი გაჟღენთილია დემოკრატიული და პროევროპული გამონათქვამებით. სტატიის 80 პროცენტი საუბარია იმაზე, რომ სხვა ცივილიზაცია, გარდა დასავლურისა არ არსებობს და წინადადება, რომ თითქოს, ჩვენ ევროპელებს არასდროს არ ვუჯერებთ, საერთოდ არ მითქვამს.

 

ინტერვიუში მოვიყვანე ერთი კონკრეტული ფაქტი, რომ ევროკავშირმა მოგვცა რეკომენდაცია, კონფლიქტის ზონაში პოლიციას არ გამოეყენებინა დაჯავშნული მანქანები (სხვათა შორის, ევროკავშირის მისიისგან ჩვენი სამინისტროს მიმართ ერთადერთი კრიტიკა ეს იყო).

 

ინტერვიუში ვახსენე, რომ ჩვენ არ დავუჯერეთ ევროკაშირის რეკომენდაციას, არ გამოგვეყენებინა დაჯავშნული მანქანები (რადგანაც მათი აზრით, ამას შეიძლება, რუსეთის მხრიდან პროვოკაციები გამოეწვია) და მაინც შევიყვანეთ ეს მანქანები, რითიც პოლიციელთა სიცოცხლე ვიხსენით. შეგახსენებთ, რომ ომის შემდეგ კონფლიქტის ზონაში 14 პოლიციელი დავკარგეთ. იმ ინტერვიუში ვახსენე, რომ იმის მერე, რაც ჩვენ დაჯავშნული მანქანებით გადაადგილება დავიწყეთ, არც ერთი პოლიციელი არ დაგვიკარგავს.

 

თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, თუ როგორ აფასებს ევროკავშირის მისია ქართული პოლიციის ქმედებებს კონფლიქტის ზონაში, რომ ქართული მხარე შეთანხმებების არც ერთ პირობას არ არღვევს.

 

რაც შეეხება მესამე საკითხს - რუსეთთან ომის გაგრძელებას. იმავე ტექსტში კარგად ჩანს ჩვენი შეხედულება რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი იარაღი არის დემოკრატიული რეფორმები და მოდერნიზაცია. სწორედ ამ ბრძოლაში უნდა მოვუგოთ რუსეთს.

 

მოგეხსენებათ, საქართველო განუხრელად იცავს ექვსპუნქტიანი შეთანმხებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას.

 

- კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი - გივი თარგამაძის მიერ რუსი სამხედროებისთვის შეთავაზებული 50 000 სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად...

 

- ეს ინფორმაცია მეც ვიცოდი და ჟურნალისტმაც და ამაზე ხუმრობით ვსაუბრობდით. ეს ცნობილი ისტორიაა, - როდესაც გივი თარგამაძე ტყვეების გათავისუფლების თაობაზე ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, უთხრა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ნუ დაანგრევთ, თუ გინდათ ფულს მოგცემთ და სტალინის ძეგლი ააფეთქეთო, - ასეთ კონტექსტში იყო ნათქვამი. თვითონ რუსი ოფიცრები ამბობდნენ, როგორ აკადრეთ ეს სტალინს, სტალინი ჩვენი იდეალიაო... ამ განწყობაზე იყო იქ საუბარი - ჩვენს მიწაზე შემოჭრილი რუსი ოფიცრები და რუსული არმია დღეს სტალინის მიმდევრები, სტალინისტები არიან. სწორედ ამის თქმა მინდოდა.

 

- ინტერვიუში აგრეთვე ლაპარაკი იყო "პირველ კავკასიურზე" და ჩეჩნების დახმარებაზე.

 

- პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ საქართველომ დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერორისტული აქტი და სამძიმარი გამოუცხადა განსვენებულთა ოჯახებს. ტერორიზმს, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არავითარი გამართლება არა აქვს.

 

მოგეხსენებათ, ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელები პირველ აფხაზურ და ოსეთის ომებში აქტიურად მონაწილეობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველო თავად გახდა აგრესიის მსხვერპლი, თვით მოსკოველ ჩეჩნებსაც კი გაუჩნდათ სიმპათიები ქართველების მიმართ, რადგან ქართველებიც რუსების აგერესიის მსხვერპლნი გახდნენ. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. "პირველ კავკასიურთან" კი შსს-ს არავითარი კავშირი არ აქვს.

 

"პირველი კავკასიურის" ფუნქციაა, რუსულენოვან მაყურებელს აჩვენოს, რეალურად რა რეფორმები ტარდება და რაც არის საქართველოს სიძლიერე. ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთის ომის დროს, რუსულმა პროპაგანდამ საქართველოს წინააღმდეგ განაწყო ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების ნაწილი. «პირველი კავკასიურის» მთავარი მიზანი ამ ხალხებამდე განსხვავებული, თავისუფალი აზრის მიტანაა.

 

- რუსული გაზეთისთვის მიცემულ ამ ინტერვიუში წინასაარჩევნოდ, ქართველ პოლიტიკოსთა რეიტინგების და მათი არჩევნებში წარუმატებლობის თემასაც შეეხეთ...

 

- მე ვარ პოლიტიკური ფიგურა, ვარ სამოქალაქო პირი, არ მაქვს არავითარი სამხედრო წოდება ისევე, როგორც ჩემი მოადგილეების უმეტესობას. ის, რაც ინტერვიუში ვთქვი, არამხოლოდ ჩემი შეფასებებია, არამედ ფაქტია და სოციალური გამოკითხვის შედეგები არაერთხელ გამოქვეყნებულა. შემიძლია დღესაც გავიმეორო ის, რაც "კომერსანტში" წერია - იმის გამო, რომ ოპოზიცია სუსტია, ის არჩევნებს ვერ მოიგებს. იმ ინტერვიუში არ წერია, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებზე დადიან, ჯერ რეიტინგს კარგავენ და მერე მიდიან და არა პირიქით - ჯერ მიდიან და მერე კარგავენ რეიტინგს... რუსეთში წასვლა და პუტინთან შეხვედრები მათი სასოწარკვეთილების ნიშანია. მათ შორის, ნოღაიდელის შემთხვევაში.

 

- ამ ინტერვიუზე სწორედ ნოღაიდელს ჰქონდა ყველაზე მწვავე რეაქცია.

 

- ნოღაიდელის განცხადებები მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება... ნოღაიდელს სერიოზულად არ ვუყურებ. იგივე შემიძლია ვთქვა ბურჯანაძეზეც.

 

- რამდენად რეალურია ის საფრთხე, რაც მოდელირებულმა "ქრონიკამ" არჩევნების შემდეგ დაგვიხატა და რაზეც პრეზიდენტმაც თქვა, რომ ეს საშიშროება არსებობს?

 

- ის, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიული გეგმები გააჩნია, არავისთვის არის საიდუმლო. მან ვერ მოახერხა ამ გეგმების განხორციელება 2008 წლის აგვისტროში.

 

თუმცა, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ვაკეთებ ასეთ განცხადებებს ტელევიზიით და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - უახლოეს თვეებში ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მინიმალურია. მცირე პროვოკაციები კი არასდროს არის გამორიცხული და როგორც კი დავინახავთ, რომ საფრთხე მაღალია, ამის შესახებ აუცილებლად ოფიციალურად გავაფრთხილებთ საზოგადოებას.

 

- ადგილობრივი არჩევნების მერე რას ელით?

 

- საქართველოს დიდი ნაწილი ელის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, თუმცა მე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ძალიან ელოდება.

 

- რას იტყვით ყირგიზეთის სცენარის საქართველოში განმეორების საფრთხეზე?

 

- ამ მოვლენების საქართველოსთან ვერავითარ კავშირს და გავლენას ვერ ვხედავ. არავითარი მსგავსება არ არსებობს - არც გეოგრაფიული, არც პოლიტიკური, ან რაიმე სხვა ტიპისა.

 

ეს საქართველოზე გავლენას ვერ იქონიებს. არც არჩევნების მერე და არც არჩევნების დროს არავითარი არეულობა არ იქნება და არა იმიტომ, რომ პოლიცია არ დაუშვებს, არამედ საზოგადოების განწყობა მეტყველებს იმაზე, რომ ნოღაიდელისა და მის მსგავს მცირე რადიკალურ ჯგუფებს პრაქტიკულად, არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც კი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი, ამგვარი სცენარი სრულიად მიუღებელია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, ასეთ რადიკალურ ქმედებებს დასაყრდენი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდად, ობიექტურად და საზოგადოებრივი აქტიურობიდან გამომდინარე, საფრთხეს ვერ ვხედავ.

 

- როგორ შეაფასებთ კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას?

 

- სტაბილური ვითარებაა და მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიციელების დაცვა გავაძლიერეთ, მადლობა ღმერთს, ტრაგიკული შემთხვევა პოლიციელებში არ გვქონია. თუმცა, ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გრძელდება მშვიდობიანი ქართველი მოქალაქეების გატაცებები.

 

- არ შემიძლია არ გკითხოთ პოლიციელების ახალ ჰიმნზე...

 

- ეს არ არის ჰიმნი, ესაა სიმღერა, რომელიც ძალიან მომწონს და აქტიური მონაწილეობაც მივიღე მის შექმნაში.

 

- მუსიკა ხომ უკვე დაწერილი იყო?

 

- ასარჩევი იყო სტილი. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ძალიან ვგულშემატკივრობ ქართველ მომღერლებს, განსაკუთრებით - "ნიჭიერებს". ჩემი იდეა იყო, ჩაგვერთო ხალხური სიმღერები, საქართველოს ყველა კუთხე ყოფილიყო წარმოდგენილი. თუ გახსოვთ, სიმღერა იწყება გურულ-აჭარული ეტიუდებით, მერეა მეგრული და ქართლ-კახური.

 

კიდევ დაიწერა ახალი სიმღერა და მალე კლიპსაც გადავიღებთ. შემიძლია მოგასმენინოთ...

 

- თქვენი შესრულებით?

 

- არა, სინდისი მაქვს... ამ კლიპში იქნება პოლიციელის დილა - ოთხი სხვადასხვა რეგიონის, ოთხი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელი იღვიძებს დილით და მიდის სამსახურში. მიხარია, რომ ეს უკვე გავრცელდა ხალხში.

 

ვიცი, რომ ძველი კლიპი პოპულარულია უცხოეთში, მათ შორის რუსეთშიც. 80 პროცენტს მიაჩნია, რომ კლიპში დეკორაციებია გამოყენებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ კლიპში არც ერთი დეკორაცია, არც ექშენები არ არის, ყველა ნამდვილი პოლიციელია.

 

- რა იდეა ჩადეთ ამაში, ჩვენც ასევე უნდა გავიღვიძოთ?

 

- იდეა მარტივია - ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ყველაზე დიდი გმირი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დილით მიდის სამსახურში და საღამოს შინ ბრუნდება.

 

ფაქტია, რომ დღეს უცხოელებთან საუბრის დროს თვით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებიც კი ამაყობენ ქართული პოლიციით, მე ეს სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი... ქართველებს გვიყვარს უცხოელებთან თავის მოწონება და ეს ნამდვილად არის თავის მოწონების საგანი.

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...