Jump to content
Planeta.Ge

გონაშვილის საკონსტიტუციო პროექტით პრეზიდენტს,


Recommended Posts

გონაშვილი-ბოძაშვილის საკონსტიტუციო პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობა ეძლევა

 

საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ინსტიტუტის შემოღებასაც საკონსტიტუციო კომისიის წევრების გონაშვილი-ბოძაშვილის პროექტი ითვალისწინებს, პრეზიდენტთან ერთად, მისივე უფლებამოსილების ვადით (ხუთი წელი) აირჩევა. ამასთან, პროექტის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორი მომდევნო ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი პრეზიდენტის უფლებამოსილებას უკვე ასრულებდა 2 წელზე მეტი ვადით. ამ შემთხვევაში მას პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს მხოლოდ ერთი მომდევნო ვადით. ვასილ გონაშვილისა და ლევან ბოძაშვილის საკონსტიტიციო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, კონსტიტუციას 69 პირველი პრიმა მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მის საქმიანობაში დახმარებას ვიცე-პრეზიდენტი გაუწევს, რომელიც კონსტიტუციით და კანონით მისთვის დაკისრებულ, ასევე პრეზიდენტის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს. პრეზიდენტის ანალოგიურად, ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. პროექტის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას პრეზიდენტობის კანდიდატი ასახელებს. არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ის კანდიდატები, რომლებსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი წარმოთქვამენ საპროგრამო სიტყვას და ხალხის წინაშე დებენ ფიცს. ფიცის შინაარსი ორივესთვის ერთი და იგივეა. სახელისუფლებო გუნდი, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და იგი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად მიიჩნია, პროექტის საკუთარი ვარიანტის მომზადებით დაკავდა. საპარლამენტო კულუარებში იმათავითვე ითქვა, რომ ხელისუფლების ალტერნატიული პროქტის ავტორი სწორედ საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვასილ გონაშვილი იყო.

 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...82&Itemid=1

 

რას იტყვით იუზერებო?

 

რას გვიმზადებს მიშა ბიძია? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

რას იტყვით იუზერებო?

რა უნდა ვთქვათ - მერე მოკლავს პრეზიდენტს და თავად გაპრეზიდენტდება

ეს აზრი გამომაქ ამ "პროექტიდან"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ პროექტს არ მიიღებენ.

 

და საერთოდ არაფერს არ მიიღებენ იმის გარდა რაც თავიდანვე ჩანაფიქრში იყო...

 

ამიტომ.

არანაირი კოსნტიტუციები და უტრაკო ბაქი ბუქი...

გადატრიალება და ლეწვა მტვრევა აკა ყირგიზეთი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც უნიჭოდ დაწერილი პროექტია.... ასე "იავნად" რა უბედურებააა.... ხალხის პოზიციებს დცდიან, შეგდებული პონტებია

 

აღშფოთდით ხალხოოო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პავლე კუბლაშვილი: "ჩემთვის გონაშვილი-ბოძაშვილის საკონსტიტუციო პროექტზე ბევრად მისაღები ლევან რამიშვილის კონცეფციაა"

20:31 - 23.04.2010

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი გონაშვილი-ბოძაშვილის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ დღეს წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტი სახელმწიფო კომისიის მიერ მხარდაჭერილი არ იქნება. "ვფიქრობ, ამ ეტაპზე სახელმწიფო მოწყობის ამერიკული მოდელი საქართველოს შემთხვევაში მისაღები არ იქნება. თუ ამერიკულ მოდელთან მიახლოებულ მოდელზე ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის, გაცილებით უფრო მისაღებია ლევან რამიშვილის კონცეფცია, ვიდრე ის საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც დღეს ვასილ გონაშვილმა და ლევან ბოძაშვილმა წარმოადგინეს", – განუცხადა "პირWელს" კუბლაშვილმა, რომელიც საპარლამენტო კულუარებში არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ თითქოს დღევანდელი პროექტი სახელისუფლებო გუნდისა და განსაკუთრებულად კუბლაშვილის მხარდაჭერით სარგებლობს "სიცრუეს" უწოდებს. ამასთან, უმრავლესობის ლიდერი ვერ აკონკრეტებს, თუ როგორი იქნება ახალი რედაქციის კონსტიტუცია და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობის პროცესშია და კონსტიტუციის შეჯერებული ვარიანტი სერიოზული განხილვებისა და მსჯელობის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. "კონსტიტუციური მოწყობის ცალკეული მოდელი ზოგი ქვეყნის შემთხვევაში შეიძლება, წარმატებული იყოს, ზოგან - არა. რიგ ქვეყანაში ძლიერი საპრეზიდენტო მოდელია დამკვიდრებული, ზოგან - საპარლამენტო, ზოგან კი შერეული სისტემა. ჩვენ ყველა მოდელზე ვმსჯელობთ და საბოლოოდ ისეთ ვარიანტზე შევჯერდებით, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებთან იქნება შესაბამისობაში", - აღნიშნა კუბლაშვილმა, რომელიც მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. კუბლაშვილი ვერც იმ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, როდესაც შესაძლოა, საკონსტიტუციო პროექტის საბოლოო ვარიანტი გამოქვეყნდეს და აღნიშნავს, რომ "კომისია მუშაობს და არსად ეჩქარება". შეგახსენებთ, რომ გონაშვილისა და ბოძაშვილის კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტის უფლებების შემცირებასა და პარლამენტის როლის გაზრდას გულისხმობს. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილება აღარ ექნება. აღარ ექნება ასევე არჩევნების თარიღის დანიშვნის უფლება, ვინაიდან ეს თარიღი კანონმდებლობით განისაზღვრება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს, ამ პროექტის თანახმად, ეს ინსტიტუტი უქმდება და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელი პრეზიდენტი იქნება. გარდა ამისა, იქმნება ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტს უფლებამოსილების მასზე დელეგირების საშუალება ექნება. აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის თანახმად პრეზიდენტს ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტად გახდომის საშუალება ექნება. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არჩევნებითი იქნება. რაც შეეხება ლევან რამიშვილის კონსტიტუციის პროექტს, იგი საქართველოს შტატებად დაყოფას ითვალისწინებს.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...04&Itemid=1

 

machkatela

აღშფოთდით ხალხოოო

აღშფოთება კი არა, დასარბევია ეს კომისია. იმენა ისევ მმართველ პარტიას უსადაგებენ ქვეყნის კონსტიტუციას.

 

2009 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ, მარა განგებ წელავენ. ეტყობა ჯერ მიშას არ გადაუწყვეტია რას აპირებს 2013 წლის მერე, და კომისიაც სწორედ მის გადაწყვეტილებას ელოდება ახალი კონსტიტუციის მისაღებად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

აღშფოთდით ხალხოოო

აი რო აღშფოთდება, მერე გვიან იქნება

 

პ.ს ამ პროექტშI ვერაფერი გავიგე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...