planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images27.jpegველისციხეში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი არ შედგა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან აცნობეს. ვეილსციხის სკოლის დირექტორი ნინო ნესუაშვილი აცხადებს, რომ სკოლა იმ ტერიტორიაზეა, საიდანაც გუშინ ღამით მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. „მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც ღამე ქუჩაში გავათენეთ, რის გამოც სკოლაში მისვლა ვერავინ შეძლო. ამასთან, ჯერ ისევ საშიშროებაა და სასწავლო პროცესი ამიტომ არ შედგა“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ველისციხეში შსს -ს სპეცრაზმი და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts