planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili31-150x150.jpg“ქრისტიან დემოკრატები” “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის ბრალდებებს რომელიც გიორგი თარგამაძეს უკავშირდება, პაექრობას არ გაუწევენ. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. “ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლექსიკონშია სიტყვა დაგინება. ეს ლექსიკა არ მოგვწონს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოვიყენებ და შაშიაშვილს ვეტყვი, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და შესაბამისად მასთან პაექრობასაც ამ საკითხზე არ ვაპირებ”_ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. შეგახსენებთ რომ დღეს თემურ შაშიაშვილმა გიორგი თარგამაძესა და “იმედის” ყოფილ ხელმძღვანელობას, ბადრი პატარკაციშვილის ღალატში და მის ზურგს უკან ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts