planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/chermis-wyalsacavi1-150x150.jpgსპეციალისტები ჭერმის წყალსაცავიდან, რომელიც სოფელ ველისციხის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, წყლის გამოშვებას ცდილობენ. ამ დრომდე უცნობია, მისცემენ თუ არა ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების ნებას. დილიდან ჭერმის წყალსაცავზე იმყოფებიან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ველისციხეში შსს -ს სპეცრაზმი და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts