Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით პატიმარი მაკა მოსიაშვილი შიმშილობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images28.jpegსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, რუსთავის 1 დაწესებულებაში თელაველი პატიმარი მაკა მოსიაშვილი შიმშილობს.

 

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთის საინფორმაციო ცენტრმა აცნობა, რომელსაც თავად პატიმარმა განუცხადა.

 

 

შიმშილობა პატიმარს 20 აპრილიდან აქვს გამოცხადებული.

 

 

„სასჯელაღსრულების მინისტრს, სახალხო დამცველის აპარატს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილს, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატია, არაერთხელ გავუგზავნე წერილები, მაგრამ უშედეგოდ. ყურადღება არავინ მომაქცია. ვითხოვ, რომ შემიწყალონ, ან პირობით ვადამდე გამათავისუფლონ“, – აღნიშნავს პატიმარი.

 

 

მოსიაშვილი დაპატიმრებამდე კახეთში გამომავალ სხვადასხვა გაზეთებში სარეკლამო მენეჯერის და თელავის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობებზე მუშაობდა.

 

 

მაკა მოსიაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ 2006 წელს თაღლითობაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსიაშვილი მარტოხელა დედაა. მას 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...