Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მაშველები ველისციხეში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/chermis-wyalsacavi2-150x150.jpgსტიქიის თავიდან ასაცილებლად საგანგებო შტაბი ველისციხეში მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.

 

 

იქიდან გამომდინარე, რომ ჭერმის წყალსაცავის წყალგამშვების გაწმენდა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და სოფელ ველისციხეს საფრთხე ისევ ემუქრება, მთელი ღამის განმავლობაში სოფელში დარჩებიან სამაშველო სამსახურების თანამშრომლებიც.

 

 

კახეთის გუბერნატორი და გარემოს დაცვის მინისტრი გეოლოგებთან ერთად ამ დრომდე ჭერმის წყალსაცავზე არიან და პრევენციული ღონისძიებების გატარებას ცდილობენ.

 

 

ჟურნალისტები ჭერმის წყალსაცავზე ასვლას ვერ ახერხებენ. გარდა იმისა, რომ დაზიანებული გზის გამო, სპეციალური მანქანის გარეშე წყალსაცავამდე მისვლა შეუძლებელია, სოფელ ჭერმისკენ მიმავალი გზა, უსაფრთხოების მიზეზით, საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. სოფელ ჭერემს რაიონულ ცენტრთან ერთადერთი სამანქანო გზა აკავშირებს, რომელიც მდინარე ჭერმის ხევზე გადის.

 

 

ჯერ-ჯერობით უცნობია დააბრუნებენ თუ არა ველისციხიდან ევაკუირებულ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში. ველისციხეში ჩავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჭერმის წყალსაცავში, რომელიც სოფლის თავში მდებარეობს, წვიმების შედეგად წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და წყლის გადმოვარდნაა მოსალოდნელი. აღნიშნულის გამო, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო მდგომარეობაა. სოფლიდან 600-მდე ოჯახი ევაკუირებულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...