planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili_kachinsky-150x150.jpgლეხ კაჩინსკის სიკვდილი საქართველოსთვის მძიმე დარტყმაა! სტატიას ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le Monde აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბარაკ ობამამ, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ 18 აპრილს, კრაკოვის ვაველის ტაძარში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე დასწრებას თავი აარიდეს. მიზეზი უსაფრთხოება, კერძოდ კი ევროპის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი იყო. “თუმცა, როგორც პოლონეთის მედია და ინტერნეტ საიტები აღნიშნავდნენ, სახელმწიფოს ერთმა მეთაურმა გამოთხოვების ცერემონიალზე დასწრება მოახერხა: ეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რაც ამ ორ ადამიანს შორის არსებული მეგობრობის მორიგი დასტური გახლდათ. კაჩინსკის დაღუპვამ საქართველოს დიპლომატიურ ფრონტზე სერიოზული დარტყმა მიაყენა,”- წერს Le Monde . ჟურნალისტი ამბობს, რომ კრაკოვში ჩასვლისთვის სააკაშვილმა გრძელი გზა განვლო. მისი პრეს–სამსახურის ცნობით პრეზიდენტის თვითმფრინავი რამდენიმე ქვეყანაში დაჯდა: ჯერ პორტუგალიაში, მერე იტალიაში და ბოლოს თურქეთში. “რომში ჩაფრენისას აეროპორტის სამსახურები მას არწმუნებდნენ, რომ გაფრენა სახიფათო იყო, თუმცა სააკაშვილმა მხოლოდ თავი გააქნია. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვში დაღუპულების დაკრძალვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩააღწია. მისი მეუღლე ცერემონიალზე ბრიუსელიდან ავტომობილით ჩავიდა. ცხადია, პოლონეთში ინტერნეტით მადლობის პეტიცია გავრცელდა, რომელსაც უკვე 15 000–მდე ადამიანმა მოაწერა ხელი,”- ნათქვამია სტატიაში. Le Monde -ის თანახმად, საქართველომ, რომელიც თავს ვაშინგტონის და მოსკოვის დაახლოების მსხვერპლად განიხილავს, პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვით ძვირფასი მოკავშირე დაკარგა. სტატიაში ნათქვამია, რომ ლეხ კაჩინსკიმ საქართველოს მიმართ უპირობო მხარდაჭერა მრავალჯერ გამოხატა. “2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ის მტკიცედ მოითხოვდა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პირობა (კალენდარული დღის დაზუსტების გარეშე) შენარჩუნებულიყო. 2008 წელს თბილისსა და მოსკოვს შორის გაჩაღებული ომის დროს ის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით სასწრაფოდ საქართველოს დედაქალაქში გაემგზავრა. ლეხ კაჩინსკიმ გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ნაციონალური გმირის წოდება „საქართველოს ინტერესების გმირული დაცვისთვის“ მიიღო. თბილისში ერთ–ერთ ქუჩას კაჩინსკის სახელი დაერქმევა,”- ნათქვამია Le Monde -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts