planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images26.jpegგივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხვალ, „ახალგაზრდული ფორუმისა“ და IRI-ის მიერ ორგანიზებული „პოლიტიკური თამაშები“ გაიმართება. თამაშებს აშშ-ს ელჩის მოადგილე, თბილისის მერობის კანდიდატები და პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები დაესწრებიან. ქართულ-ამერიკულ სკოლაში „ეროვნული ფორუმის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის _ „ახალგაზრდული ფორუმისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ერთობლივი პროექტის – „პოლიტიკური თამაშები“ უკვე მეხუთედ იმართება. ხვალ ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი მემარჯვენეებისა” და ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციები ითამაშებენ. თამაშის თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა იქნება. თამაშს დაესწრება ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოში, კენტ ლოგსდონი, აგრეთვე, IRI-ის მიერ მოწვეულნი არიან თბილისის მერობის კანდიდატები და პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. დაესწრებიან. „ახალგაზრდული ფორუმი“, ამერიკის საერთაშორისო ინტიტუტის დახმარებით, აღნიშნულ პროექტს 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს. მასში რვა პოლიტიკური პარტია და ორი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გამოიმუშავონ პოლიტიკური დებატების კულტურა, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა და მათი დაცვა. პოლიტიკური თამაშები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts