planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 22 აპრილს „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ საგანმანათლებლო პროექტის „დემოკრატიის სკოლა 2010“-ის ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა და ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა პირველ ჯგუფთან შეხვედრა გამართა. ლექციის თემა იყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მშვიდობიანი მოგვარება ამ პრობლემის ერთადერთ ალტერნატივად განიხილება. შეხვედრაზე საუბარი აფხაზური ენის, აფხაზების ინტეგრაციის და სხვა მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზეც შედგა. პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების კიდევ ორ ჯგუფს შეხვდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts