planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 სოზარ სუბარი და სოფიო ხორგუანი ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ფონიჭალის დასახლებაში მოსახლეობას, მათ შორის აზერბაიჯანელ მოსახლეობას, შეხვდნენ. შეხვედრები სოფელ ფონიჭალის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიასა და აზერბაიჯანულ სკოლასთან გაიმართა . სოფიო ხორგუანმა განაცხადა: „კანდიდატმა უნდა იცოდეს ხალხის პრობლემები, რათა შემდეგ მათი გადაჭრა შეძლოს. ჩვენ მოსახლეობას ვუსმენთ და ირაკლი ალასანიასა და ალიანსის პროგრამებს ვაცნობთ“. სოზარ სუბარი: „სოფიო ხორგუანი ძალიან აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში და მას კრწანისის რაიონში ყველა ოჯახი იცნობს. თუკი აქამდე სოფიომ იცოდა ყველა უფლებადარღვეული პირის ბიოგრაფია საქართველოში, ახლა მან უკვე იცის, ვის რა პრობლემები აქვს ამ ოლქში - ეს იქნება სოციალური თუ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ. სოფიო მართლაც ცდილობს ყველას დაეხმაროს ამ პრობლემების მოგვარებაში“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts