planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა. ეს თარიღი წიგნის დღედ პირველად ესპანელმა წიგნით მოვაჭრეებმა 1923 წელს აღნიშნეს და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს – 23 აპრილს – დაუკავშირეს. 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო (და არა საერთაშორისო, როგორც ამას ქართული მედია უწოდებს) დღედ გამოცხადდა. აღმოჩნდა, რომ 23 აპრილი უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა, ასევე – ვლადიმერ ნაბოკოვის დაბადების დღე. საქართველოში ეს დღე პირველად 2003 წელს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით აღინიშნა. აქცია სახელწოდებით „აჩუქე წიგნი“ ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, სკვერში აღინიშნა. იმავე დღეს გაიმართა ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალი მთაწმინდის პარკში. 2003 წლიდან პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ – წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ – გამოცხადდა. ამ წერილის ფოტოდ გამოტანილია წიგნის დღის ვიდეორეკლამა, რომლის ავტორები გია ბუღაძე და ვანო კიკნაძე არიან. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts