planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 თბილისის საკრებულოს წევრობის კრწანისის ოლქის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ამ დღეებში შეხვდა ზემო ფონიჭალის სურგულაძის, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების, ასევე სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას. კერძო დასახლებების ძირითადი პრობლემა მოშლილი საკანალიზაციო სისტემაა. მოუწყობელ შიდა გზებზე ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადებულია. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, ხალხი სარწყავ წყალსაც ითხოვს, ასევე გაზის მილების სახლებამდე მიყვანას. დასაქმება-სამუშაოს არქონა, ყველგან ერთნაირად აწუხებთ. აღნიშნულ პრობლემებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს ისან-სამგორის რაიონის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა. გამგებელი თემურ გრიგალაშვილი და მისი მოადგილეები ადგილზე არ აღმოჩნდნენ, ამიტომ გამგებლის სახელზე გაკეთებული მიმართვა სოფიო ხორგუანმა გამგეობის კანცელარიაში დატოვა. მაჟორიტარობის კანდიდატი პასუხს კანონით დადგენილ ვადაში ელოდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts