planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 პარლამენტის წინ კვლავ გაიმართა აქცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. ამჯერად ყურადღება გამახვილდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ და გახმაურებულ მკვლელობებზე და შეკრებილებმა ამ საქმეების გამოძიება მოითხოვეს. ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა: „დავით აღმაშენებლის სიტყვები უნდა გავიმეორო - „არცა ძაღლისა კუდი განისწორების და არცა კირჩხიბი მართლად ვალსო“. ასეა ამ ხელისუფლების საქმე. ესენი კანონის ფარგლებში არასდროს ჩასხდებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად და ამავდროულად უნდა ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ეს ხელისუფლება დღესაც აგრძელებს ადამიანების დევნას პოლიტიკური ნიშნით“. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ქრისტიან-დემოკრატების გარდა ყველა ოპოზიცური პარტიის ლიდერმა მიიღო. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts