planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini38-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრში” ახალი სადურგლო საწარმო გახსნა. მისნისტრი ავეჯის დამამზადებელი დანადგარის გამოყენებით, პირველი პროდუქციის – ავეჯის წარმოებისთვის აუცილებელი ლამინატის გამოშვებასაც დაესწრო. შაშკინი სოხუმის მკვიდრ ეთნიკურ აფხაზ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ”სპექტრში” საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლონ. ცენტრის დირექტორის ზაზა ავალიანის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სხვადასხვა სპეციელობაზე 9 გალელი სტუდენტის მიღებაც იგეგმება. ამავე დღეს ”სპექტრის” რამდენიმე კურსდამთავრებულთან ”ვუდსერვისის” სამშენებლო და ”აპექსსერვისის” საყოფაცხოვრებო კომპანიების ხელმძღვანელებმა შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს. ”სპექტრში” სტუმრობისას მინისტრმა ავტომექანიკოსის, ავტოსკოლის, არქიტექტურის, გარემოს მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრომონტაჟის, ზოგადი პროფილის მშენებლის თეორიული სასწავლო კლას-კაბინეტები და ლაბორატორიები დაათვალიერა, შეხვდა სასწავლებლის პედაგოგებს, SAID –ის წარმომადგენლებსა და ”სპექტრისა” და ნიდერლანდების სამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სასწავლებელში სამუშაო ვიზიტით მყოფ ექსპერტს ხეის ზევენჰოვენს. პროექტი, რომელსაც ”სპექტრი” ახორციელებს მიზნად ისახავს ევროპული პროფესიული განათლების სტანდარტების დამკვიდრებას სასწავლებელში. თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად მომზადება – გადამზადების მოკლე და გრძელვადიან სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ პროფესიას რვაასამდე სტუდენტი ეუფლება. პროფესიულ სასწავლებელს 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, სრული მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაზეც 1 463 000 ლარი დაიხარჯა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts