planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images22.jpegპოლონური ტელეკომპანიის კორესპონდენტი სლავომირ ვიშნევსკი აცხდებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის ავიაკატასტროფის გადაღებისას, რუსი სამართალდამცავების მიერ სიკვდილს ის ადგილზე პოლონეთის ელჩის მისვლამ გადაარჩინა. ამის შესახებ პოლონელმა ჟურნალისტმა გამოცემა “Rzec zpospolita”- სთან ინტერვიუში განაცხადა. ვიშნევსკი სმოლენსკის აეროდრომზე ლეხ კაჩინსკის ჩასვლას ელოდებოდა და ავიაკატასტროფის ადგილას რუსეთის ფედერალური თავდაცვის ბიუროს თანამშრომლების გამოჩენამდე მივიდა. კორესპონდენტმა ტრაგედიის ადგილას ვიდეომასალა გადაიღო. მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მოსვლის შემდეგ, სიტუაცია ძალიან დაიძაბა. რუსეთის თავდაცვის ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ყველა ჟურნალისტს პირველ რიგში, გადაღებული მასალის ჩაბარება აიძულეს. “მათ გადაღებული მასალის ჩაბარება მომთხოვეს და ჩემი ტყეში შეთრევა სცადეს. ხოლო როდესაც ძალოვნებმა პოლონეთის დიპლომატები დაინახეს, მიწაზე დამაგდეს,”-აცხადებს კორესპნდენტი. მისი თქმით, ელჩის გამოჩენის შემდეგ, ძალოვანმა სტრუქტურებმა მისი დაკითხვა დაიწყეს, აინტერესებდათ თუ ვინ იყო და ხომ არ ჰქონდა კიდევ სხვა გადაღებული მასალა. “მე მხოლოდ ერთი ჩანაწერის გადარჩენა მოვახერხე,”-აცხადებს ვიშნევსკი. (მის მიერ გადაღებული ვიდეო საიტ YouTube-გამოქვეყნდა). ამავდროულად, პოლონეთის და უკრაინის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ კაჩინსკის ავიაკატასტროფის შემდეგ გადაღებული სკანდალური ვიდეოს ავტორი, რომელზეც სავარაუდოთ ჩანს, თუ როგორ ესვრიან რუსულ ენაზე მოლაპარაკე პირები ტუ-154 პილოტს უცნობი პირები, მოკლულია. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, YouTube-ზე მისი სვეტიც გაუქმებულია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts